„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 12/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016941
85
14/12/2021
ვებგვერდი, 14/12/2021
010320040.22.026.016941
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №85

2021 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №93 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016835) დამტკიცებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:

მუხლი 161. ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს ფსიქოლოგიური შერჩევის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ფსიქოლოგიის, ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების სპეციალობები);

ბ) ჯანდაცვის მიმართულებით (მედიცინის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური ფსიქიატრიისა და ფსიქოტრავმატოლოგის სპეციალობები).

2. სამუშაო გამოცდილება  1 წელი.

3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანება.

4. სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა – B1 დონე (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული).

5. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე