„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 333
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017536
333
13/12/2021
ვებგვერდი, 14/12/2021
200090000.22.033.017536
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №333

2021 წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, №172, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016105) დამტკიცებული წესის მე - 40 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 401 მუხლი:

,,მუხლი 401. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმება პირის (რეგისტრირებადი ქონების ახალი მესაკუთრის) მიერ გადასახადის გადამხდელის (რეგისტრირებადი ქონების ყოფილი მესაკუთრის) აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის შემთხვევაში

1. გადასახადის გადამხდელის (რეგისტრირებადი ქონების ყოფილი მესაკუთრის) აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა არის ის ოდენობა, რომლის ფარგლებშიც პირის (რეგისტრირებადი ქონების ახალი მესაკუთრის) მიერ შეძენილ ქონებაზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა განისაზღვრება არაუმეტეს იმ ოდენობისა, რა ვალდებულებაც ეკისრებოდა გადასახადის გადამხდელს (რეგისტრირებადი ქონების ყოფილ მესაკუთრეს), პირის (რეგისტრირებადი ქონების შემძენის) მიერ ამ ქონების მარეგისტრირებელ ორგანოში ახალ შემძენზე რეგისტრაციის მომენტში.

3. პირი (რეგისტრირებადი ქონების ახალი მესაკუთრე), გადასახადის გადამხდელის (რეგისტრირებადი ქონების ყოფილი მესაკუთრის) აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოში წარადგენს განცხადებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების მოთხოვნით. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პირის (რეგისტრირებადი ქონების ახალი მესაკუთრის) დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს;

ბ) იმ გადასახადის გადამხდელის დასახელებას/სახელს და გვარს, საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს, რომლის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით მისი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

გ) ქონების საკუთრებაში გადასვლის თარიღს (მარეგისტრირებელ ორგანოში ახალ შემძენზე რეგისტრაციის თარიღს).

4. პირის (რეგისტრირებადი ქონების ახალი მესაკუთრე) მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული რეგისტრირებადი ქონების ახალ შემძენზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (მათ შორის, ამონაწერი ქონების მარეგისტრირებელი ორგანოდან);

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტები.

5. საგადასახადო ორგანო განიხილავს პირის (რეგისტრირებადი ქონების ახალი მესაკუთრე) მიერ გადასახადის გადამხდელის (რეგისტრირებადი ქონების ყოფილი მესაკუთრის) აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის გამო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ განცხადებას და განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტაციას, მათ შორის, შეისწავლის გადასახადის გადამხდელის (რეგისტრირებადი ქონების ყოფილი მესაკუთრის) პირადი აღრიცხვის ბარათზე აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის ოდენობას პირის (რეგისტრირებადი ქონების შემძენის) საკუთრებაში ამ ქონების რეგისტრაციის მომენტისთვის.

6. საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, რეგისტრირებადი ქონების ახალ მესაკუთრეზე რეგისტრირებულ ქონებაზე შესაძლებელია გაუქმდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა დაფარულია გადასახადის გადამხდელის (რეგისტრირებადი ქონების ყოფილი მესაკუთრის) პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც მისი ქონების მიმართ გავრცელებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი