დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ფოსტა ფეი-ის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „ფოსტა ფეი-ის“ ლიკვიდატორი |
| მიღების თარიღი | 07/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
|
სს „ფოსტა ფეის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
|
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის 2021 წლის 12 ივლისის №202 განკარგულების საფუძველზე, სააქციო საზოგადოება „ფოსტა ფეის“ (ს/კ:402083776) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს „ფოსტა ფეის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: ფიზიკური პირების შემთხვევაში: 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. სს „ფოსტა ფეი“-ს მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენ ხელთ არსებული დოკუმენტაცია. იურიდიული პირების შემთხვევაში: 1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ. 2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. სს „ფოსტა ფეის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენ ხელთ არსებული დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 (ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები