დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| №12 გურჯაანისა და №55 ხონის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12/2001 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 15/11/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 129, 30/11/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.13.007.005.054 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.054
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №12/2001
2001 წლის 15 ნოემბერი
ქ. თბილისი
№12 გურჯაანისა და 55 ხონის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”თ“ ქვეპუნქტისა და 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:
I. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
1. №12 გურჯაანისა და №55 ხონის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენა მოხდეს ”№2 ვაკისა და №52 ბაღდათის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენის წესის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2001 წლის 3 ოქტომბრის №8/2001 დადგენილების მე-2-5 და მე-7-8 პუნქტების შესაბამისად.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა წარდგენისა და არჩევის ვადები განსაზღვრონ შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა.
II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯუმბერ ლომინაძე
კომისიის თავმჯდომარე
მამუკა კოპალეიშვილი
კომისიის მდივანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები