დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესის, ფორმისა და რეკვიზიტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის N01-93/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-96/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016922 |
|
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესის, ფორმისა და რეკვიზიტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის №01-93/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესის, ფორმისა და რეკვიზიტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ნოემბრის №01-93/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 30/11/2021; 470230000.22.035.016919) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებულ №1 დანართს (ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან, ტესტირებასთან ან/და გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული დოკუმენტის გაცემის წესი, ფორმა და რეკვიზიტები) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:
„მუხლი 7. დამატებითი კონტიგენტის რეგისტრაცია 1. Georgia e-Health მობილურ აპლიკაციაში საქართველოს ფარგლებს გარეთ აცრილი პირების შესახებ ინფორმაციის ასახვის მიზნით, იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში განხორციელდეს ჩატარებული ვაქცინების რეგისტრაცია, ქვემოთ განსაზღვრული პირებისთვის (საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე – უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც შეესაბამებიან „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლე დამატებითი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 7 სექტემბრის №01-353/ო ბრძანებით განსაზღვრულ პირებს): ა) საქართველოს ფარგლებს გარეთ აცრილი ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც სრულად ვაქცინირებული (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით, სახელმწიფო უწყებების/საელჩოების ოფიციალური მომართვისა და შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე; ბ) პირები, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინის პირველი დოზა გაკეთებული აქვთ საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე და/ან ბუსტერ დოზა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ან, პირიქით, შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე; გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ აცრილი პირები, რომლებიც სრულად ვაქცინირებული (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით, შესაბამისი ქვეყნის ამცრელი დაწესებულების მიერ გაცემული აცრის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ, შერჩეულ დაწესებულებებში. ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აცრების რეგისტრაცია შესაბამისი უწყების მომართვის საფუძველზე განხორციელდება ცენტრის მიერ. 3. რეგისტრაციისთვის აუცილებელია განმცხადებელმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებას მატერიალურად წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტების დედანი და ასლი, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელი ახორციელებს აღნიშნული პირის შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვას. ასლი რჩება შესაბამის დაწესებულებაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები