„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 75
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.034.017177
75
09/12/2021
ვებგვერდი, 09/12/2021
040170310.22.034.017177
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №75

2021 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებებისა) ადგილზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით (სსმ III, 30.08.2007, №122, მუხ. 1331) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის (შემდგომ − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) უფლებამოსილი პირი ელექტრონული სახით ადგენს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების დამადასტურებელ აქტს, რომელშიც აღინიშნება ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების თარიღი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემების რაოდენობა, მათი ტექნიკური მახასიათებლები და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს ელექტრონული აქტის ხელმისაწვდომობას აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ელექტრონული აქტის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური