„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 86
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 23/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016942
86
15/12/2021
ვებგვერდი, 16/12/2021
120340000.22.026.016942
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №86

2021 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №28 ბრძანებით (ვებგვერდი, 05/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016479) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სრული სპექტრის ოპერაციათა გარემოში, სპეციალური ოპერაციების დავალებათა პირდაპირი მოქმედების, სპეციალური რეკოგნოსცირების და სამხედრო დახმარების, ასევე კონვენციური ოპერაციების  დაგეგმვა-განხორციელება;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე)  მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრი;

 ვ) უზრუნველყოფის ასეული;“;

ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) რეინჯერთა ბატალიონი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრი:

ე.ა) უზრუნველყოფს სპეციალური ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა განვითარებისათვის პროგრამების შექმნას, დაგეგმვას, შესაბამისი ტექნიკური და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას;

ე.ბ) ახორციელებს სპეციალობების მიხედვით შესაბამისი სპეციალური სამხედრო მომზადების ძირითადი პროგრამების ორგანიზებას და ჩატარებას;

ე.გ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინდივიდუალურად ან/და კოლექტიურად სამხედრო მოსამსახურეთა შესაბამისი კვალიფიკაციით გაწვრთნას და შემდგომ გადამზადებას;

ე.დ) ახორციელებს წარმატებულ კურსდამთავრებულთა და ქვედანაყოფთა სერტიფიცირებას;

ვ) უზრუნველყოფის ასეული:

ვ.ა) ახორციელებს ძალების მმართველობისა და შტაბის დისლოკაციის ადგილების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს;

ვ.ბ) ახორციელებს ძალების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას;

ვ.გ) უზრუნველყოფს ძალების მმართველობისა და შტაბის სატრანსპორტო მომსახურებას;

ვ.დ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს აღმოსავლეთ საქართველოში განთავსებულ ძალების ქვედანაყოფების სამედიცინო მხარდაჭერას;

ვ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ძალების ოპერატიული და ხარისხიანი კავშირის უზრუნველყოფას;“;

გ) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) რეინჯერთა ბატალიონი:

ზ.ა) უზრუნველყოფს სპეციალური ოპერაციების დავალების პირდაპირი მოქმედების ჩატარებას, ასევე სხვა სპეციალური ოპერაციების ამოცანათა უზრუნველყოფისათვის მზადყოფნას;

ზ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის ფუნქციას;

ზ.გ) ახორციელებს მკაცრ და შეზღუდულ გარემო პირობებში ინდივიდუალურად, ასევე მხარდამჭერი ქვედანაყოფის სახით, საბრძოლო და სხვა სახის მოქმედებებში მონაწილეობას;

ზ.დ) მონაწილეობს კონვენციური ოპერაციების წარმოებაში როგორც დამოუკიდებლად, ასევე ძალების ქვედანაყოფებთან და/ან  თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ერთად.“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო  მზადყოფნას, საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას,  წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას, ახორციელებს მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებებს;“;

ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობს ძალებში სპეციალური სასწავლო და საწვრთნელი პროგრამების შემუშავებას, უზრუნველყოფს მათ დამტკიცებას, სპეციალური პროგრამების გავლას და წარმატებულ კურსდამთავრებულთა შესაბამის სერტიფიცირებას;“.

4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. სასწავლო პროცესის ორგანიზება

1. ძალებში სასწავლო პროცესების ორგანიზება და შესაბამის წვრთნებზე/სწავლებებზე/პროგრამებზე მოსამსახურეების ჩარიცხვა/ამორიცხვა, ხორციელდება ძალების მეთაურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ძალები უზრუნველყოფს პროგრამაგავლილ პირთა სიების მიწოდებას თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრისათვის.

3. თავდაცვის ძალებში შემავალ ქვედანაყოფებს ევალებათ შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ძალებს გაუწიონ ლოჯისტიკური და სხვა სახის უზრუნველყოფა (მათ შორის სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დროებით გადაცემა ან მომსახურება), ასევე  განახორციელონ წვრთნებზე/სწავლებებზე/პროგრამებზე პირადი შემადგენლობის წარგზავნა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე