„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 90
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 23/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016946
90
15/12/2021
ვებგვერდი, 16/12/2021
120340000.22.026.016946
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №90

2021 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 10 ოქტომბრის №1198 ბრძანებით (ვებგვერდი, 11/10/2013, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016214) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სამხედრო სარიტუალო სამსახურის და სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მეშვეობით სხვადასხვა ცერემონიალისა და ღონისძიებების ჩატარება;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამხედრო სარიტუალო სამსახური;“;

ბ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) სამხედრო სარიტუალო სამსახური – ახორციელებს ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების, დაკრძალვის შესაბამისი სარიტუალო ცერემონიალით უზრუნველყოფას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის სამხედრო სარიტუალო მომსახურებას, სადღესასწაულო და სააღლუმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე