„სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის N45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის N45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 02/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 400060000.16.009.016490
53
02/12/2021
ვებგვერდი, 10/12/2021
400060000.16.009.016490
„სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის N45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №53

2021 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი  ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 26 დეკემბრის №45 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 26.12.2017, 400060000.16.009.016246) დამტკიცებულ „სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. კონკრეტული წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელისათვის (ლიცენზიატისათვის) ამ წესით გაანგარიშებული სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგები განისაზღვრება ინდივიდუალურად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) ნორმატიული აქტით. იმ ლიცენზიატებისთვის,  რომლებიც ფლობენ რამდენიმე დამოუკიდებელ წყალმომარაგების სისტემას, კომისია უფლებამოსილია სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგების ოდენობა განსაზღვროს  თითოეული დამოუკიდებელი სისტემისთვის ინდივიდუალურად.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი წარმოადგენს სასმელი წყლის დასაშვებ დანახარჯს, რომელიც წარმოიშობა წყალმომარაგების სისტემაში სასმელი წყლის ტრანსპორტირებისა და განაწილებისას და იანგარიშება სამი წლის ვადით, თითოეული წლისთვის ცალ-ცალკე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„3. სასმელი წყლის ნორმატიული დანაკარგი შესაბამისი წლისათვის (WLoss(t+i)) იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

3. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის დასაშვები ტექნიკური დანახარჯი (ATRL (t+i)) იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. კომისია განსაზღვრავს სასმელი წყლის დასაშვები ტექნიკური დანახარჯების შემცირების ტრენდს ლიცენზიატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„2. თუ ლიცენზიატის წყალმომარაგების სისტემაში მოხდა ისეთი ცვლილება, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი დანაკარგების კომისიის მიერ დამტკიცებულ ნორმატიულ დანაკარგებთან მიმართებაში 10 ან მეტი პროცენტით ცვლილება, ლიცენზიატის მიერ სათანადო დასაბუთებისა და ფაქტობრივი მონაცემების წარმოდგენის შედეგად კომისია ახდენს მის კორექტირებას, ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. ლიცენზიატის განცხადების საფუძვლიანობის შესწავლისას, კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს ლიცენზიატს ნებისმიერი სახის ინფორმაციის ან/და დოკუმენტების წარმოდგენა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი