დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 88 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120170050.22.026.016944 |
|
„პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს №63 ბრძანებით (ვებგვერდი, 23/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120170050.22.026.016513) დამტკიცებულ პოლიგონის, სასროლეთისა და ტირის მოწყობის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პოლიგონზე/სასროლეთზე საბრძოლო სროლების ჩატარების შესახებ ინფორმაცია, საჰაერო სივრცის დროებითი ან ხანმოკლე შეზღუდვის მიზნით, 15 სამუშაო დღით ადრე უნდა მიეწოდოს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, რომელიც აღნიშნულ საკითხს კანონმდებლობით დადგენილი წესით ათანხმებს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და შპს „საქაერონავიგაციასთან“.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საჰაერო ხომალდის საავარიო დაშვების ან სტატუსის მქონე ფრენების შესახებ, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრის წარმომადგენლისაგან ინფორმაციის მიღებისთანავე, სწავლების ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ აჩერებს საბრძოლო სროლებს.“. 2. დანართი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №6
საჰაერო სივრცის დროებითი/ხანმოკლე შეზღუდვების მოთხოვნა
საჰაერო სივრცის დროებითი/ხანმოკლე შეზღუდვების მომთხოვნი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის _________________________________________________________________________________ სახელი, გვარი, წოდება, ხელმოწერა შენიშვნა: 1. მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სწავლების ადგილმდებარეობის (რაიონის) ელექტრონული რუკა, საცეცხლე წერტილების, სამიზნეებისა და ცეცხლდაშენის ადგილების კოორდინატების აღნიშვნით. 2. საინჟინრო საამფეთქებლო და უტილიზაციის სამუშაოების შესრულებისათვის საჭიროა მოწოდებულ იქნას ელექტრონული რუკა სამუშაოების ჩატარების მოედნის კოორდინატებისა და უსაფრთხოების ზონების მითითებით (ნამსხვრებების გაფანტვის ვერტიკალური სიმაღლე და რადიუსი).“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები