დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/02/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 13/02/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №12
2009 წლის 10 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 9 ივლისის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის №57 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №70, მუხლი 624) დამტკიცებულ საქართველოს მთავრობის რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მთავრობის სხდომის გამართვის დღეა სამშაბათი, თუ სხდომის მოწვევის სხვა დრო არ განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა.“.
2. მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. წინამოსამზადებელ თათბირს ესწრებიან მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფების ხელმძღვანელები, მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მოადგილეები, აგრეთვე წინასწარ განსაზღვრული სხვა თანამდებობის პირები. გამონაკლის შემთხვევებში თათბირს მინისტრის (სახელმწიფო მინისტრის) მოადგილის ნაცვლად შეიძლება დაესწროს შესაბამისი უწყების უფლებამოსილი თანამდებობის პირი მთავრობის კანცელარიასთან წინასწარი შეთანხმებით. წინამოსამზადებელ თათბირს უძღვება მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი ან მისი არყოფნისას – საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი.“.
3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მთავრობის სხდომა, როგორც წესი, იმართება ყოველი კვირის სამშაბათს, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც. რიგგარეშე სხდომები დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნეს კვირის სხვა დღეებში.“.
4. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავრობის სხდომა იწყება 13:00 საათზე, თუ სხვა დრო არ არის განსაზღვრული სხდომის მომწვევის მიერ.“.
5. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის სხდომას ესწრებიან:
ა) საქართველოს მინისტრები ან მათი მოვალეობის შემსრულებლები;
ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრები;
გ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
დ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;
ე) საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის პირველი მოადგილე – იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
ვ) საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნები;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი;
თ) მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი;
ი) საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსი;
კ) რეგლამენტის შესაბამისად მოწვეული პირები.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები