დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 568 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.023124 |
|
„სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 ივლისის №385 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2021, 340170000.10.003.022940) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“:
1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 5. პროგრამის მიზნობრიობები პროგრამის მიზნობრიობებია: ა) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება ან/და ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ანაზღაურება ან/და თანადაფინანსება; ბ) ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი კომბაინის ანაზღაურება ან/და თანადაფინანსება.“. 2. მე-7 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს თანადაფინანსების ან/და ანაზღაურების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე პროგრამის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის შეადგენს: ა) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არა უმეტეს 35%-ს, მაგრამ არა უმეტეს 7,000 ლარისა, თუ შესასყიდი ან/და შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20,000 ლარამდე; ბ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არა უმეტეს 35%-ს, მაგრამ არა უმეტეს 35, 000 ლარისა, თუ შესასყიდი ან/და შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს 20, 000 ლარიდან 100, 000 ლარამდე; გ) შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ან/და ცენტრისაგან ან/და კომპანიისაგან შესყიდული/შესასყიდი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების არა უმეტეს 30%-ს, მაგრამ არა უმეტეს 70, 000 ლარისა, თუ შესასყიდი ან/და შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100, 000 ლარს. 2. სააგენტოს თანადაფინანსების/ანაზღაურების მოცულობა ჯამურად ერთ ბენეფიციარზე პროგრამის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობისთვის შეადგენს შესასყიდი ან/და შესყიდული კომბაინის ღირებულების არა უმეტეს 50%-ს, მაგრამ არა უმეტეს 100 000 ლარისა, თუ კომბაინი შესყიდული/შესასყიდი იქნება კომპანიისგან ან/და ცენტრისაგან 2022 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობის ფარგლებში სააგენტოს თანადაფინანსება გავრცელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ ერთ განაცხადზე. ერთი განაცხადის ფარგლებში შესაძლებელია, სააგენტოს თანადაფინანსება ან/და ანაზღაურება გაიცეს ერთი ან რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად, ამ მუხლის პირველი პუნქტის პირობების შესაბამისად.“; გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. პროგრამის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრიობის ფარგლებში კომბაინ(ებ)ის შესაძენად სააგენტოს თანადაფინანსება ან/და ანაზღაურება გავრცელდება პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილ ერთ განაცხადზე ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების შესაბამისად.“. 3. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით, გარდა კომბაინის კომპანიისაგან ან/და ცენტრისაგან შეძენის შემთხვევაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები