დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ჩანაწერებისა და ბუღალტრული დავთრების შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ანგარიშებისა და პერიოდული ანგარიშგების შესახებ” წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებული “საბროკერო კომპანიების ანგარიშებისა და პერიოდული ანგარიშგების შესახებ” წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია |
| მიღების თარიღი | 30/10/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 121, 14/11/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350.090.000.17.014.005.040 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 350.090.000.17.014.005.040
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №13
2001 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
“საბროკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ჩანაწერებისა და ბუღალტრული დავთრების შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ანგარიშებისა და პერიოდული ფინანსური ანგარიშგების შესახებ” წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებული “საბროკერო კომპანიების ანგარიშებისა და პერიოდული ანგარიშების შესახებ” წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე
“ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე კომისიამ დაადგინა:
1 “საბკერო კომპანიებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნათა შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ჩანაწერებისა და ბუღალტრული დავთრის შესახებ”, “საბროკერო კომპანიების ანგარიშებისა და პერიოდული ანგარიშების შესახებ” წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2000 წლის 29 მარტის №5 დადგენილებით დამტკიცებულ “საბროკერო კომპანიების ანგარიშებისა და პერიოდული ფინანსური ანგარიშგების შესახებ” წესში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
“კომპანიამ უნდა წარადგინოს ამ წესის მე-6 მუხლის მიხედვით აუდიტებული შემდეგი ფინანსური ანგარიშგებები კალენდარული წლის დასრულებიდან 90 დღის ვადაში:”;
ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: “კომპანიამ ყოველწლიურად, კალენდარული წლის საფუძველზე, უნდა მოამზადოს და კომისიაში წარადგინოს აუდიტებული წლიური ფინანსური ანგარიშგებების (ბალანსი, მოგებისა და ზარალის ანგარიგშება, საკუთარ კაპიტალში ცვლილებების ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება და ახსნა-განმარტებითი შენიშვნები) ორი ასლი კალენდარული წლის დასასრულიდან, არა უგვიანეს 90 დღის ვადაში.”.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე რობერტ ჰ. სინგლეტერი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები