დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 322 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.033.017530 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 მარტის №106 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.033.016955) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-9 მუხლის: ა) მე-8 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველო.“; ბ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. დავების განხილვის სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) საჩივრების სამმართველო; ბ) გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველო.“. 2. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველო საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ფორმირება; ბ) გადასახადებით დაბეგვრის საკითხებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა და ანალიზი; გ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის და ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან დაახლოების შესახებ წინადადებების მომზადება; დ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, განსახორციელებელი საერთაშორისო პროექტებისა და გასაფორმებელი საერთაშორისო ხელშეკრულებების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მოსაკრებლების საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო და რეგიონალურ ღონისძიებებზე.“. 3. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 33. საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველო საერთაშორისო დაბეგვრის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმების (კონვენციის) დადების მიზნით პრიორიტეტული სახელმწიფოების განსაზღვრა, შეთანხმების შესაბამისი პროექტის მომზადება და მოლაპარაკების გამართვა. ასევე ხელშეკრულების ხელმოწერის და შეთანხმების ძალაში შესვლისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებების კოორდინაცია; ბ) დაბეგვრასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეთანხმებების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის ანალიზი; გ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის ინკლუზიური პლატფორმის ფარგლებში გათვალისწინებული მე-5, მე-6, მე-13 და მე-14 ღონისძიებების შესრულების კოორდინაცია; დ) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისათვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ე) საგადასახადო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოქმედებების კოორდინაცია; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო და რეგიონალურ ღონისძიებებზე.“. 4. IX თავს 33-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 331 მუხლი: „მუხლი 331. საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველო საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) საგადასახადო კანონმდებლობის ანალიზი, მისი სრულყოფის და საგადასახადო ადმინისტრირების ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით; ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ საჯარო გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება და მათი გამოცემის პროცესის კოორდინაცია; გ) შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი წინასწარი გადაწყვეტილებების პროექტების განხილვა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის შესათანხმებლად წარდგენა; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი და წინადადებების მომზადება გადასახადით დაბეგვრის ერთიანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგადასახადო ორგანოებისთვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა საგადასახადო კანონმდებლობის ნორმების გამოყენების განმარტებასთან დაკავშირებით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.“. 5. 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 43. დავების განხილვის სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება დავების განხილვის სამსახურის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს ახორციელებენ აღნიშნულ სამსახურში შემავალი სამმართველოები.“. 6. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 44. საჩივრების სამმართველო საჩივრების სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) გადასახადის გადამხდელის/საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის საჩივრების და ამ საჩივრებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ყველა მასალის განხილვა, სათანადო ინფორმაციის მომზადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოზე (შემდგომში – საბჭო) გასატანად; ბ) საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად საბჭოში წარდგენილი საგადასახადო დავების შესახებ მასალების დამუშავება და საბჭოს სხდომების ორგანიზება; გ) საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილებების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად; დ) საჩივრების ელექტრონული ბაზის მართვა, პრაქტიკის განზოგადება; ე) დავების ხასიათიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების მომზადება; ვ) საჩივრის საბჭოს სხდომაზე განხილვამდე საბჭოს გადაწყვეტილების პროექტის (რეკომენდაციის) მომზადება; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.“. 7. XIII თავის 44-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 441 მუხლი: „მუხლი 441. გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველო გადაწყვეტილებების მონიტორინგის სამმართველოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (შემდგომში – საბჭო) გადაწყვეტილებების გადასახადის გადამხდელებისთვის ჩაბარების თაობაზე მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „Oracle“-ში ასახვის ელექტრონული მონიტორინგი; ბ) საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე სხდომის ოქმის გაფორმება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ვალდებულების დამდგენი დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლის გათვალისწინებით, საჩივრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროების მომზადების უზრუნველყოფა; ე) სამსახურის ანალიტიკური და სტატისტიკური მონაცემების წარმოება; ვ) სამსახურის მიერ დასრულებული საქმეების მიმდინარე არქივის სისტემატიზება; ზ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებისა და დაკისრებული ამოცანების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 10 დეკემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები