დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 323 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 200250000.22.033.017531 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანებით (ვებგვერდი, 111228027, 29/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200250000.22.033.016287) დამტკიცებულ „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი: „მუხლი 11. შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი 1. საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნისთვის შემოსავლების ბენეფიციური მფლობელის ცნება განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად. 2. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება დივიდენდზე, პროცენტსა და როიალტზე და გამოიყენება იმ ნაწილში, რომლითაც იგი შეესაბამება კონკრეტული საერთაშორისო შეთანხმების დებულებებს. 3. პირის შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელად მიჩნევა უნდა მოხდეს საერთაშორისო შეთანხმების არსის, შემოსავლებსა ან/და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნების გათვალისწინებით. 4. შემოსავლის მიმღები წარმოადგენს ამ შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია სრული უფლებები შესაბამისი შემოსავლის გამოყენებასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით და იგი არ იზღუდება ისეთი სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ვალდებულებით, რომელიც გულისხმობს მიღებული შემოსავლის სხვა პირისათვის გადაცემას. 5. საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათები ვრცელდება შემოსავლის მხოლოდ იმ მიმღებზე, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელს. 6. შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელად არ განიხილება პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, შემოსავლების ნომინალური მფლობელი/ მიმღები ან/და შუამავალი, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება იყოს შესაბამისი შემოსავლის პირდაპირი მიმღები ან ფორმალური მფლობელი. 7. საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათები არ გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს არა რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, არამედ მესამე სახელმწიფოს რეზიდენტს. 8. მიუხედავად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებისა, შემოსავლის მიმღებს შესაძლებელია უარი ეთქვას საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობაზე, თუ კონკრეტული ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, იკვეთება, რომ შესაბამისი გარიგების ან შეთანხმების დადების მთავარ მიზანს წარმოადგენს გადასახადებისაგან თავის არიდება.“. 2. მე-3 მუხლის: ა) მე-3 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შემოსავლის მიმღები საგადასახადო ორგანოს ფორმა №2-ს წარუდგენს ერთ ეგზემპლარად საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. თუ არარეზიდენტისათვის ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე საგადასახადო ორგანოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების დღისათვის გადასახადის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წელი ხანდაზმულ პერიოდს მიეკუთვნება, ხანდაზმულობის ვადა არ მიიჩნევა გასულად, თუ ფორმა №2 წარდგენილია ამ ვადის გასვლამდე. 4. ფორმა №2-ის ორიგინალი რჩება საგადასახადო ორგანოში, ხოლო განმცხადებელს გადაეცემა საგადასახადო ორგანოს ბეჭდით დამოწმებული ასლი. ფორმა №2-ის დამოწმებისას, საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ფორმა №2-ში მითითებული ინფორმაციის სისწორე ამ წესის 11 მუხლის დებულებებთან მიმართებით. 5. ფორმა №2-ის დამოწმების შემთხვევაში, თანხის დაბრუნება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) მე-6 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) მე-11 გრაფაში შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი ადასტურებს, რომ იგი არის შემოსავლის მიმღები/ბენეფიციური მფლობელი ამ წესის 11 მუხლის შესაბამისად. ამასთან, არარეზიდენტს მოეთხოვება მხოლოდ შემოსავლის ბენეფიციური მფლობელ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა;“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები