,,ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.146.016201
5
06/12/2021
ვებგვერდი, 08/12/2021
010250020.35.146.016201
,,ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2021 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 სექტემბრის №21 დადგენილებაში (სსმ, 29, 24/09/2010; 010250020.35.146.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. აპარატის სტრუქტურა

აპარატში შედის აპარატის უფროსი,  მეორადი სტრუქტურული ერთეული-განყოფილების უფროსი და საჯარო მოსამსახურეები“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდგი შინაარსის მე-51 მუხლი:

მუხლი 51. დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – განყოფილების უფროსი

1. საკრებულოს მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს – უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. განყოფილების უფროსი:

ა) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებასა და სამუშაო გეგმას;

დ) განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს.

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, აპარატის უფროსის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი