დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 566 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.023122 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №1 დანართის („დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,605.7 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“. 2. №2 დანართის („იმუნიზაცია“): ა) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) გამსვლელი ბრიგადის მიერ შესაბამისი სამიზნე ჯგუფის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების მიერ იდენტიფიცირებული, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე ბენეფიციარებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის აცრის სერვისის ადგილზე მიწოდება, ასევე, ე. წ. „მოძრავი ამცრელი პუნქტების“ მეშვეობით გაწეული მომსახურება და მუნიციპალურ ცენტრებში რეგისტრირებული ამცრელი დაწესებულებების მიერ გამსვლელი ბრიგადებით სოფლად ჩატარებული აცრები) პირველი დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 7 ლარს, ასევე მეორე დოზით აცრის მომსახურების ღირებულება − 7 ლარს.“; ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 41,901.6 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“.
3. №3 დანართის („ეპიდზედამხედველობა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,615.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“.
4. №4 დანართის („უსაფრთხო სისხლი“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6,288.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“.
5. №6 დანართის („ტუბერკულოზის მართვა“): ა) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცენტრისა და პენიტენციური სისტემის ბაზაზე არსებული ლაბორატორიებისათვის საჭირო რეაგენტებისა და სხვა სახარჯი მასალების შესყიდვა (რომელთა მოწოდება არ ხორციელდება დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით) ხორციელდება ცენტრის მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხოლო სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ბაზაზე არსებული ლაბორატორიისათვის – სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ მიერ. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრს და სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს“ ეძლევათ უფლება, პროგრამის ფარგლებში შესყიდული საქონელი მიაწოდონ ერთმანეთს პროგრამული სერვისების უზრუნველსაყოფად.“; ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12.384.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“.
6. №7 დანართის („აივ-ინფექციის/შიდსის მართვა“): ა) მე-3 მუხლის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.მ“ ქვეპუნქტი: „ა.მ) სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ჰოსპიტალიზებული 18 წლის და მეტი ასაკის პირების ტესტირება აივ-ინფექციაზე/შიდსზე, რომელთა ბოლო ტესტირებიდან გასულია არანაკლებ 6 თვისა;“; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ.ბ.ბ) აივ-ინფექციასა/შიდსსა და C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირებისაგან საკვლევი მასალის აღებასა და ტრანსპორტირებას კონფირმაციაზე პასუხისმგებელ დაწესებულებაში და/ან უშუალოდ ტესტირებას ჯინექსპერტ მეთოდით. მათ შორის, C ჰეპატიტზე მდგრადი ვირუსული რეაქციის SVR 12/SVR 24 და მაღალი რისკის ბენეფიციართა შორის რეინფექციის (რეინფექციად მიიჩნევა შემთხვევები, როდესაც დადასტურებული SVR 12/SVR 24 მიღწევიდან 6 თვის შემდეგ, ან მკურნალობის დასრულებიდან 6 თვის შემდეგ SVR 12/SVR 24 პასუხის გარეშე, პაციენტებს უფიქსირდებათ HCV RNA კონფირმაციული კვლევის დადებითი პასუხი, ამასთან, განსხვავებული გენოტიპით) დასადგენად, C ჰეპატიტზე ნამკურნალები პაციენტების კვლევა ჯინექსპერტ მეთოდით, რომელთა ტესტებით უზრუნველყოფა განხორციელდება ცენტრის მიერ „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.“; ბ) მე-5 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: „31. მე-3 მუხლის „ა.მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიწოდება ხორციელდება არამატერიალიზებული ვაუჩერის მეშვეობით, სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების (მ. შ., გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა (EMERGENCY) და მიმღები ერთეულების) მიერ, რომელიც თანხმობას განაცხადებს პაციენტებისათვის აივ-ინფექციის/შიდსის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით.“; გ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12,722.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“.
7. №8 დანართის („დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,665.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
.“.
8. №11 დანართის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“) მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სათემო ამბულატორიული ფსიქიატრიული სამსახური (შემდგომში – საფს) მომსახურებას ახორციელებს ოფისში ან ბინაზე/თემში ან სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი 18 წლამდე ბავშვების შემთხვევაში – მცირე საოჯახო ტიპის სახლში (შემდგომში – მცირე საოჯახო ტიპის სახლში)/მინდობით აღმზრდელთან/24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებაში; ე) ვიზიტი ბინაზე/თემში/მცირე საოჯახო ტიპის სახლში/მინდობით აღმზრდელთან/24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებაში არ უნდა აღემატებოდეს მდგ წევრის 4 ვიზიტს 2 თვის განმავლობაში და ხორციელდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის გადაწყვეტილებით, შემდეგი მომსახურების გაწევის მიზნით: ე.ა) პირველადი ვიზიტი, გამოსაკვლევი პირის, კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის, ნათესავის/სოციალური მუშაკის მომართვის საფუძველზე, ფსიქიკური აშლილობის ნიშნების არსებობისას, როდესაც გამოსაკვლევი პირი სომატური ან ფსიქიკური მდგომარეობის გამო სახლიდან არ გამოდის; ე.ბ) ზრუნვაში ჩართული პირების მკურნალობის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, როდესაც პაციენტი სომატური დაავადების ან ფსიქიკური/ფიზიკური მდგომარეობის გამო სახლიდან არ გამოდის; ე.გ) მდგ წევრის ვიზიტი ზრუნვაში ჩართული პირის სოციალური პრობლემისა და დისტრესის შესაბამისად; ე.დ) შეზღუდული შესაძლებლობის (შემდგომში – შშ) სტატუსის გადამოწმება შშ სტატუსის ვადის გასვლის გამო, როცა პაციენტი სომატური დაავადების ან ფიზიკური მდგომარეობის გამო სახლიდან არ გამოდის; ე.ე) სხვა სერვისიდან რეფერალის დროს, როცა ექვსი თვის განმავლობაში ორჯერ უნდა მოხდეს ბინაზე/მცირე საოჯახო ტიპის სახლში/მინდობით აღმზრდელთან/24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებაში ვიზიტი საფს მომსახურების შეთავაზებით.“; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ.გ.ბ) მობილურ გუნდში – თუ ამბულატორიაში მყოფ პაციენტს 2 თვის მანძილზე ესაჭიროება ამბულატორიის მულტიდისციპლინური გუნდის მუშაკის 4 ვიზიტზე მეტი ბინაზე/მცირე საოჯახო ტიპის სახლში/მინდობით აღმზრდელთან/24-საათიანი ზრუნვის დაწესებულებაში;“; ბ) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ბინაზე/მცირე საოჯახო ტიპის სახლში/მინდობით აღმზრდელთან/24 საათიანი ზრუნვის დაწესებულებაში მომსახურებას, რეგულარულ ვიზიტებს პაციენტის საცხოვრებელი ადგილის/მცირე საოჯახო ტიპის სახლის/მინდობით აღმზრდელთან/24-საათიანი ზრუნვის დაწესებულების გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, სატელეფონო კონსულტაციას;“; გ) დანართი №11.9 („მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №11.9
მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების თვის ბიუჯეტი, მიმწოდებლის მიხედვით
.“.
9. №18 დანართის („რეფერალური მომსახურება“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 53,370.0 ათასი ლარით, მათ შორის: ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 51,775.8 ათასი ლარით; ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარით; გ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტი – 1,519.2 ათასი ლარით; დ) კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციის კომპონენტი – 70.0 ათასი ლარით.“. 10. №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“): ა) მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, ასევე საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა და №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინფიცირებულია ან/და საეჭვოა COVID-19-ით ინფიცირებაზე და, ამასთან, მისი ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად). ამასთან, მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მედიკამენტებით უზრუნველყოფის ნაწილში დამატებით ბენეფიციარებად გასაზღვრული არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც კოვიდი დაუდასტურდათ საქართველოს ტერიტორიაზე ვიზიტის დროს.“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის მკურნალობას (მ. შ., ამ პროგრამის მიზნებისთვის ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა მინისტრის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად) ამავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მობილიზებულ კლინიკებში;“; ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) COVID-19-ის საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევათა იდენტიფიცირების, სწორი რეფერალის, ბინაზე მეთვალყურეობისა და პროცესის მონიტორინგის უზრუნველყოფას, ცენტრალური ონლაინკლინიკების მეშვეობით. მომსახურება მოიცავს 2021 წლის 1 მარტამდე სააგენტოს, ხოლო 2021 წლის 1 მარტიდან ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების (არაუმეტეს 400 ერთეულისა) შრომის ანაზღაურებას ;“; ბ.გ) „რ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ.დ“ ქვეპუნქტი: „რ.დ) ახალი კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, ჟანგბადის ქარხნებისთვის სპეციალური სივრცეების მოსაწყობად მომსახურების (მ. შ., საჭირო ელექტრომომარაგების ქსელის მოწყობა და ელექტრომომარაგების გაძლიერება) შესყიდვა;“; გ) მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის: გ.ა) „გ.ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ.ა) ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად ჩატარებული ტესტირების მომსახურების ღირებულება 2021 წლის 1 მარტამდე პერიოდზე არაუმეტეს 120 ლარისა (მათ შორის, ტესტსისტემების ღირებულება – არაუმეტეს 90 ლარისა, ხოლო მომსახურების ღირებულება – არაუმეტეს 30 ლარისა), 2021 წლის მარტიდან ჩატარებულ ტესტირებებზე არაუმეტეს 80 ლარისა (მათ შორის, მომსახურების ღირებულება – 20 ლარი, ხოლო ტესტსისტემების ღირებულება ფაქტობრივი ხარჯით – არაუმეტეს 60 ლარისა), 2021 წლის 15 ოქტომბრიდან ჩატარებულ ტესტირებებზე არაუმეტეს 55 ლარისა (მათ შორის, მომსახურების ღირებულება – 20 ლარი, ხოლო ტესტსისტემების ღირებულება ფაქტობრივი ხარჯით – არაუმეტეს 35 ლარისა);“; გ.ბ) „გ.ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ.გ) პულირების (დაჯგუფების) მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, თითოეული ნიმუშის ტესტირების (პულში არაუმეტეს 4 ნიმუშის ტესტირებისას, ერთდროულად 4-ზე მეტი ნიმუშის პულირება დაუშვებელია) ღირებულება 2021 წლის 1 მარტამდე პერიოდზე არაუმეტეს 55 ლარისა (მათ შორის, ტესტსისტემების ღირებულება არაუმეტეს 30 ლარისა, ხოლო მომსახურების ღირებულება არაუმეტეს 25 ლარისა); 2021 წლის მარტიდან ჩატარებულ ტესტირებებზე არაუმეტეს 40 ლარისა (მათ შორის, მომსახურების ღირებულება – 20 ლარი, ხოლო ტესტსისტემების ღირებულება ფაქტობრივი ხარჯით – არაუმეტეს 20 ლარისა), 2021 წლის 15 ოქტომბრიდან ჩატარებულ ტესტირებებზე არაუმეტეს 30 ლარისა (მათ შორის, მომსახურების ღირებულება – 20 ლარი, ხოლო ტესტსისტემების ღირებულება ფაქტობრივი ხარჯით – არაუმეტეს 10 ლარისა);“; დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 883,972.9 ათასი ლარით.“; ე) მე-9 მუხლის: ე.ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების მიმწოდებელი ვალდებულია, შესაბამისი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს თვის მომდევნო თვის 25 რიცხვისა, ამ მუხლის 51 პუნქტით დადგენილი გამონაკლისის გათვალისწინებით. 5. განმახორციელებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად, დადგენილი წესით, ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული გამონაკლისის გათვალისწინებით. ამასთან, ამ მუხლის მე-4 პუნქტის ფარგლებში, გარდა მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტისა, ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი. ხოლო მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 4 საანგარიშგებო თვეზე მეტი.“; ე.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები: „51. მე-3 მუხლის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, 2021 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის შესრულებული სამუშაოს მიმდინარე წელს დაფინანსების მიზნით, ამავე თვეების საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარადგინოს განმახორციელებელთან არაუგვიანეს 2021 წლის 25 დეკემბრისა, მათ შორის, 2021 წლის დეკემბრის თვის საანგარიშგებო დოკუმენტაცია განმახორციელებელთან წარდგენილი უნდა იქნეს 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე. 52. ამ მუხლის 51 პუნქტის მოთხოვნათა დაუცველად წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაცია და 2021 წლის 21 დეკემბრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე შესრულებული სამუშაოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია განიხილება საერთო წესით, ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.“. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, დადგენილების მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 17 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო დადგენილების მე- 10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები