„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ტყიბულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.125.016394
16
03/12/2021
ვებგვერდი, 06/12/2021
010250040.35.125.016394
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2021 წლის 3 დეკემბერი

ქ. ტყიბული

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში (www.matsne.gov.ge, 01.12.2017 წ., 010250040.35.125.016243) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1.  დანართის მე-3  მუხლის მე-3  პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა და  თანამდებობიდან გადაყენება.“.

2. დანართის მე-19  მუხლის პირველი  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს  ბიურო.“.

3.  დანართის 24-ე  მუხლის  პირველი  პუნქტის  „გ“ და „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია;

დ) ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისია.“.

4.  დანართის  37-ე  მუხლის მე-3  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა. ფრაქციის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობის პირების უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.“.

5. დანართის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე