„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 69
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 06/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 120020040.22.034.017171
69
04/12/2021
ვებგვერდი, 06/12/2021
120020040.22.034.017171
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №69

2021 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 ოქტომბრის №814 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/10/2014, 120020040.22.034.016373) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლის:

1. პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული:

ა.ა) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) (დანართი №1) №32, №34, №254, №293, №506, №509, №525, №527, №528, №532, №538, №680, №920, №921, №969, №1094, №1105, №1106, №1107, №1109 და №1709 საგამოცდო ტესტები (ბილეთები) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ა.ბ) სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებს (ბილეთები) (დანართი №1) დაემატოს №1793-№1811 ტესტები (ბილეთები) თანდართული რედაქციით;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №11);“;

გ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „A“ კატეგორიისა და „A1“ და „A2“  ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი (დანართი №2);“;

დ) „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„A“ კატეგორიისა და „A1“ და „A2“  ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებისა (ბილეთები) და მათი სწორი პასუხების ცხრილი“.

2. მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონული ტესტირების სპეციალური პროგრამა შესაძლებელია ითვალისწინებდეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების (ბილეთები) ელექტრონულ ვერსიაში საგამოცდო ტესტის (ბილეთი)  სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაციის გადაადგილებას მათი შინაარსის შეუცვლელად. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტზე (ბილეთი) სწორ პასუხად მიიჩნევა იმ ნუმერაციის მქონე პასუხი, რომელიც ამ  ბრძანებით დამტკიცებული 11-მე-10 დანართებით განსაზღვრული შესაბამისი საგამოცდო ტესტის (ბილეთი) სწორი პასუხის იდენტურია.“.

3. მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ობიექტური მიზეზის არსებობისას, სააგენტო უფლებამოსილია დროებით შეაჩეროს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტებიდან (ბილეთებიდან) რომელიმე საგამოცდო ტესტის (ბილეთის) ელექტრონული ტესტირებისას გამოყენება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 6 დეკემბრიდან.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური