დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016939 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №134 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016681) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“, „ო2“ და „ო3“ ქვეპუნქტები: „ო1) სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სამედიცინო საქმიანობის კოორდინაცია; ო2) სამინისტროს ერთიანი ფინანსური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებათა დროულად შესრულება, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, ფინანსური და არაფინანსური აქტივების და ვალდებულებების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სწორი წარმართვა კომპეტენციის ფარგლებში; ო3) კომპეტენციის ფარგლებში, სარდლობის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივ საკითხებზე დახმარების გაწევა, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება;“. 2. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შტაბი: ა.ა) G-1-ის სამსახური; ა.ბ) G-2-ის სამსახური; ა.გ) G-3-ის სამსახური; ა.დ) G-4-ის სამსახური; ა.ე) G-5-ის სამსახური; ა.ვ) G-6-ის სამსახური; ა.ზ) G-7-ის სამსახური;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მე-4 ქვეითი ბრიგადა;“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შტაბი – ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების საბრძოლო და ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვას და კოორდინაციას, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზებას და არქივის მართვას: ა.ა) G-1-ის სამსახური: ა.ა.ა) უზრუნველყოფს სარდლობის პერსონალის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას და კოორდინაციას; ა.ა.ბ) ახორციელებს სარდლობის პერსონალის შერჩევის, კვალიფიკაციის ამაღლების, შეფასებისა და კარიერული მართვის საჭირო ღონისძიებებს; ა.ა.გ) წარმართავს სარდლობის პერსონალის აღრიცხვიანობას, ახორციელებს სარდლობაში პერსონალის აღრიცხვიანობის სწორად წარმოების მონიტორინგს, მონაწილეობს სარდლობის საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში; ა.ა.დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვა/ აღსრულებაში, ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების პერსონალით შევსების/ჩანაცვლების ოპერაციებს; ა.ბ) G-2-ის სამსახური: ა.ბ.ა) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის დაზვერვის ორგანიზებას, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს, სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფას; ა.ბ.ბ) ახორციელებს სარდლობის სადაზვერვო ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების მონიტორინგს; ა.ბ.გ) უზრუნველყოფს სარდლობის სტრუქტურულ ერთეულებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას, კოორდინაციას და მონიტორინგს; ა.გ) G-3-ის სამსახური: ა.გ.ა) უზრუნველყოფს სარდლობის პასუხისმგებლობის რაიონში სამხედრო/საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას და აღსრულების კოორდინაციას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მიერ სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის პროცესში; ა.გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს გაერთიანებული (ეროვნული) და საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვასა და აღსრულების პროცესში; ა.გ.გ) ახორციელებს სარდლობის საბრძოლო მზადყოფნის სტატუსის შეფასებას და საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგს; ა.გ.დ) უზრუნველყოფს სწავლებების/ვარჯიშების დაგეგმვას, მომზადებასა და ჩატარებას, ასევე საბრძოლო მომზადების წარმართვისათვის ძირითადი ღონისძიებების გრძელვადიანი/მოკლევადიანი გეგმა-კალენდარის მომზადებას; ა.გ.ე) ახორციელებს სარდლობის ეფექტური მართვის უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებებს, საჯარისო სამსახურის ორგანიზებას და მონიტორინგს; ა.გ.ვ) ახორციელებს საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების გეგმისა და შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებას; ა.დ) G-4-ის სამსახური: ა.დ.ა) ახორციელებს სარდლობის ლოჯისტიკური ოპერაციების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვას; ა.დ.ბ) უზრუნველყოფს სარდლობის შეიარაღების, საბრძოლო მასალების, ტექნიკის, სასწავლო მატერიალური ბაზის და სხვა მატერიალური საშუალებების შეფასების ორგანიზებას და სტატუსების მართვას; ა.დ.გ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სამედიცინო უზრუნველყოფის დაგეგმვას, კოორდინაციას და მონიტორინგს; ა.ე) G-5-ის სამსახური: ა.ე.ა) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს გაერთიანებული (ეროვნული) და საერთაშორისო სწავლებების დაგეგმვასა და აღსრულების პროცესში; ა.ე.ბ) ნატოსთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების მხარდაჭერას თანამშრომლობის საკითხების შემუშავების, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში; ა.ე.გ) საბრძოლო შესაძლებლობებისა და სტრუქტურული შესაბამისობის ანალიზის საფუძველზე ახორციელებს სარდლობის ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებას; ა.ე.დ) მონაწილეობს სარდლობის რესურსების დაგეგმვის პროცესში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს რესურსების მიზნობრივად, ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის შესახებ; ა.ე.ე) ახორციელებს სარდლობის გრძელვადიანი განვითარების გეგმების შემუშავებას; ა.ე.ვ) ახორციელებს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ორგანიზებას და კონტროლს; ა.ე.ზ) ახორციელებს სარდლობის პირადი შემადგენლობისთვის საზღვარგარეთ სასწავლო კურსების დაგეგმვისა და განხორციელების პროცედურების ორგანიზებას; ა.ე.თ) მონაწილეობს სამინისტროს სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში; ა.ე.ი) უზრუნველყოფს სამშვიდობო მისიებისთვის შერჩეული ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადების პროცესის მხარდაჭერას; ა.ე.კ) ახორციელებს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობას, კომპეტენციის ფარგლებში; ა.ვ) G-6-ის სამსახური: ა.ვ.ა) უზრუნველყოფს სარდლობის კავშირების, ინფორმაციული სისტემების, ქსელების დაგეგმვას, ორგანიზებას და მონიტორინგს; ა.ვ.ბ) ახორციელებს სარდლობის ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების ორგანიზების კონტროლს და ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას; ა.ზ) G-7-ის სამსახური: ა.ზ.ა) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების შესაბამისი კონცეპტუალური და საორგანიზაციო დოკუმენტების შემუშავებას და პრიორიტეტების განსაზღვრას; ა.ზ.ბ) ახორციელებს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას, შეფასებას, კოორდინაციას და მონიტორინგს, ასევე შესაბამისი საორგანიზაციო მეთოდური მითითებების მომზადებას; ა.ზ.გ) მონაწილეობს პოლიგონებისა და სასროლეთების განვითარების სტანდარტების განსაზღვრაში; ა.ზ.დ) უზრუნველყოფს ვადადაწესებული მოხსენებების ტაბელით და საბრძოლო მომზადების სახელმძღვანელო და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოების წესით განსაზღვრულ ვადებში, ქვედანაყოფებიდან მიღებული დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე მოხსენების მომზადებას და გადაგზავნას; ა.ზ.ე) ახორციელებს სასროლეთების/პოლიგონების, საწვრთნელი არეების (ტერიტორია/ობიექტი) და სასწავლო-საწვრთნელი საშუალებების (სიმულატორები, ტრენაჟორები, სიმულაციური კლასები, სასწავლო სასროლი ხელსაწყოები) მოწყობის/ფუნქციონირების კოორდინაციასა და მონიტორინგს; ა.ზ.ვ) უზრუნველყოფს გამოცდილების გაზიარების სისტემის პრიორიტეტების გათვალისწინებით, გამოცდილების გაზიარების პროცესის მხარდაჭერას, დაკვირვებების შედეგად გამოვლენილი ყველა ღირებული ინფორმაციის გამოცდილების გაზიარების ქვედანაყოფზე მიწოდებას დადგენილი ფორმატით, გამოცდილების გაზიარების შედეგად განხორციელებული ცვლილებების დაკვირვებას და შეფასებას.“; ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მე-4 ქვეითი ბრიგადა: გ.ა) მონაწილეობს სრული სპექტრის ოპერაციებში; გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას; გ.გ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და განხორციელებას, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებას და მონიტორინგს; გ.დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობს სამშვიდობო, ჰუმანიტარულ და სხვა სახის სწავლებებსა და ოპერაციებში; გ.ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას, შესაძლებლობის ფარგლებში ატარებს სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციებს; გ.ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში; გ.ზ) მონაწილეობს გაერთიანებულ (ეროვნულ) და საერთაშორისო სწავლებებში; გ.თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის საკადრო საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას, პირადი შემადგენლობის აღრიცხვიანობას, შეფასებას და მათი კარიერული მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, მონაწილეობს საშტატო სტრუქტურის დაგეგმვაში; გ.ი) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს დაზვერვის ორგანიზებას, სადაზვერვო ღონისძიებების დაგეგმვას, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და ანალიზს, დაქვემდებარებულ ქვედანაყოფებში უსაფრთხოების ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; გ.კ) უზრუნველყოფს ლოჯისტიკური ოპერაციების და სამედიცინო უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას; გ.ლ) ახორციელებს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერას, ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების ორგანიზებას და უზრუნველყოფას; გ.მ) უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას, აგრეთვე, ზემდგომი ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები