„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 71
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240060.22.034.017173
71
04/12/2021
ვებგვერდი, 06/12/2021
010240060.22.034.017173
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №71

2021 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, 02/07/2007 წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის:

1. მე-2 მუხლის:

ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა – ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდის (ვებსივრცის) მეშვეობით;“;

ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ან სატრანსპორტო საშუალება − „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება;“.

2. მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია სააგენტოში. გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ:

ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ სააგენტოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;

ბ) გირავნობის რეგისტრაცია ხორციელდება ავტორიზებული მოგირავნის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში საინფორმაციო ბარათის დადგენილი წესით წარდგენის საფუძველზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს მიერ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წერილობითი ფორმის გარიგებისა და ამ წესით განსაზღვრული თანმხლები მატერიალური დოკუმენტების სააგენტოში წარდგენიდან, ხოლო გირავნობის უფლების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით რეგისტრაციის შემთხვევაში − ავტორიზებული მოგირავნის ან ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მიერ საინფორმაციო ბარათის წარდგენიდან.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით გირავნობის გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაციის საფუძველია ავტორიზებული მოგირავნის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში საინფორმაციო ბარათის დადგენილი წესით წარდგენა.“;

დ) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„71. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ავტორიზებული ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მიერ შედგენილი ან/და დამოწმებული გირავნობის გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაციის საფუძველია ავტორიზებული ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში საინფორმაციო ბარათის დადგენილი წესით წარდგენა.“.

3. 41  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41

1. სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით რეგისტრაციისთვის ავტორიზებული მოგირავნის ან ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მიერ იმავე სისტემაში წარმოდგენილი საინფორმაციო ბარათი უნდა შეიცავდეს:

ა) გირავნობის გარიგების შედგენის თარიღსა და ნომერს;

ბ) მონაცემებს მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ინფორმაცია უფლებამოსილების შესახებ);

გ) დაგირავებული სატრანსპორტო საშუალების სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს;

დ) მოთხოვნის უზრუნველყოფის მაქსიმალურ თანხას ან გირავნობის გარიგებაში აღნიშნული თანხის განსაზღვრის ფაქტის დადასტურებას;

ე) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გაცემული დოკუმენტის ნომერს, რომელშიც ასახულია ინფორმაცია გარიგების დადების დროისთვის სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა);

ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს თანხმობის არსებობის დადასტურებას, თუ გირავნობით იტვირთება არასრულწლოვანი პირის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება, რომლის ღირებულება 1000 ლარზე მეტია;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის თაობაზე ინფორმაციის დადასტურებას.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, ავტორიზებული მოგირავნე უფლებამოსილია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს მის მიერ გირავნობის გარიგების დადებაზე, გაუქმებაზე ან/და გირავნობის რეგისტრაციაზე (მის გაუქმებაზე, შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანაზე ან სხვა) მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მინიჭებული უფლებამოსილება. აღნიშნული წესით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ავტორიზებული მოგირავნის მიერ წარმომადგენლისა და მისი უფლებამოსილების მითითებას გააჩნია იურიდიული ძალა. ამასთან, ავტორიზებულ მოგირავნეს ეხსნება სააგენტოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ან მატერიალური სახით წარდგენის ვალდებულება.

3. თუ არ არსებობს გირავნობის უფლების რეგისტრაციაზე ამ ინსტრუქციით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი, სააგენტო ახორციელებს სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციას ავტორიზებული მოგირავნის ან ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში საინფორმაციო ბარათის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ერთი საინფორმაციო ბარათით შესაძლებელია მხოლოდ ერთი დასაგირავებელი სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

4. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში საინფორმაციო ბარათის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ავტორიზებული მოგირავნე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა) ან ნოტარიუსი (მისი შემცვლელი) ვალდებულია სააგენტოში მატერიალური სახით წარმოადგინოს:

ა) ამ წესის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები;

ბ) ამ წესის მე-4 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი, თუ გირავნობით იტვირთება არასრულწლოვანი პირის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება.

5. ავტორიზებული მოგირავნე თავისუფლდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით დოკუმენტების მატერიალური სახით სააგენტოში წარდგენის ვალდებულებისაგან, თუ იგი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში საინფორმაციო ბარათის წარდგენასთან ერთად უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტების ელექტრონული სახით ატვირთვას. ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებზე. ელექტრონული სახით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ნამდვილობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ავტორიზებულ მოგირავნეს.

6. ავტორიზებული მოგირავნის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული უფლების რეალიზება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, რომელიც დასტურდება ელექტრონული ქვითრით, ან სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე წინასწარი (ავანსით) ან შემდგომი უნაღდო ანგარიშსწორებით.

7. თუ საინფორმაციო ბარათს, სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებს ან/და სააგენტოში წარმოდგენილ ან/და დაცულ მონაცემებს შორის ფიქსირდება შეუსაბამობა/უზუსტობა, ან თუ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, სააგენტო უფლებამოსილია ავტორიზებულ მოგირავნეს მოსთხოვოს ატვირთული ან სხვა შესაბამისი დოკუმენტების მატერიალური სახით წარმოდგენა, რისთვისაც მას განუსაზღვრავს ვადას. დოკუმენტების წარმოდგენისათვის განსაზღვრული ვადა არ გაითვალისწინება გირავნობის უფლების რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. თუ ავტორიზებული მოგირავნე დადგენილ ვადაში არ წარადგენს სათანადო დოკუმენტს, სააგენტო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს მოთხოვნა გირავნობის უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული უფლების რეალიზების შემთხვევაში, ავტორიზებული მოგირავნე ვალდებულია, ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების დედნები შეინახოს მინიმუმ სააგენტოში გირავნობის უფლების რეგისტრაციის ვადით, ხოლო ამ პერიოდში სააგენტოს მიერ დოკუმენტების დედნების წარმოდგენის მოთხოვნის (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ან სხვა საჭიროებიდან გამომდინარე) შემთხვევაში, უზრუნველყოს მისთვის აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის ვადაში. დოკუმენტების მატერიალურად შენახვის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუ ავტორიზებული მოგირავნის მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში ატვირთული ელექტრონული დოკუმენტები დამოწმებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

9. ავტორიზებული ნოტარიუსი (მისი შემცვლელი) თავისუფლდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით მატერიალური დოკუმენტების სააგენტოში წარმოდგენის ვალდებულებისგან, თუ იგი სააგენტოში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულების შესრულების, აგრეთვე აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების შესახებ წერილობით გააფრთხილებს მოგირავნეს. ავტორიზებული ნოტარიუსის (მისი შემცვლელის) მიერ მოგირავნის წერილობითი გაფრთხილების შემთხვევაში, დოკუმენტების მატერიალური სახით სააგენტოში წარდგენის ვალდებულება (იმავე ვადაში) ეკისრება მოგირავნეს.

10. ავტორიზებული მოგირავნის ან ნოტარიუსის (მისი შემცვლელის), ასევე მოგირავნის მიერ ამ მუხლის მე-4, მე-5, მე-6, მე-8 ან მე-9 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან სააგენტოში წარმოდგენილი მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტების უზუსტობის/არანამდვილობის/შეუსაბამობის, ან წერილობითი ფორმის გირავნობის გარიგების ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, გირავნობის რეგისტრაცია უქმდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

4. 42 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. რეგისტრირებული გირავნობის არსებობისას, მოგირავნისა და დამგირავებლის შეთანხმება გირავნობის გარიგების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე არ საჭიროებს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების განხორციელებას, თუ აღნიშნული შეთანხმება არ იწვევს მოთხოვნის უზრუნველყოფის მაქსიმალური თანხის ცვლილებას.“.

5. 219 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაცია ფიზიკური პირის (მძღოლის) ან/და სატრანსპორტო საშუალების შესახებ;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური