„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 06/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017174
72
04/12/2021
ვებგვერდი, 06/12/2021
140130000.22.034.017174
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №72

2021 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/08/2012, 140130000.22.034.016122) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესისა და პირობების:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მართვის მოწმობის დასტური – სათანადოდ დამოწმებული, უცხო ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სააგენტოში შესაცვლელად წარდგენილი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის გაცემის, მინიჭებული სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიისა და ქვეკატეგორიის, სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების, ასევე მართვის მოწმობის გამცემ ქვეყანაში მართვის უფლების შეჩერების ან შეწყვეტის (ასეთის არსებობის ან არარსებობის თაობაზე) შესახებ ინფორმაციას;“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიები და ქვეკატეგორიები

1. სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) „AM“ − მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი;

ბ) „A“ − მოტოციკლი;

გ) „B“ − ავტომობილი (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც მიეკუთვნება „A“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება; „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს; „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს;

დ) „C“ − ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილისა, რომელიც მიეკუთვნება „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს; „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ე) „D“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება; „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ვ) „BE“ − „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ავტომობილის დაუტვირთავ მასას; „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს;

ზ) „CE“ − „C“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

თ) „DE“ − „D“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს;

ი) „T“ – სასოფლო-სამეურნეო მანქანა; „T“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;

კ) „S“ − სპეციალიზებული თვითმავალი მანქანა; „S“ კატეგორიის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან;

ლ) ტრამვაი.

2. „A“, „B“, „C“, „CE“, „D“ და „DE“ კატეგორიების ფარგლებში დაწესებული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სამართავად სავალდებულოა შესაბამისი მართვის უფლების მოპოვება, იყოფა შემდეგ ქვეკატეგორიებად:

ა) „A1“ − მოტოციკლი, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 125 სმ3-ს, მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,1 კვტ/კგ-ს (მსუბუქი მოტოციკლი);

ბ) „A2“ − მოტოციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს, ხოლო სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი − 0,2 კვტ/კგ-ს;

გ) „B1“ − მოტორიზებული ტრიციკლი; კვადროციკლი;

დ) „C1“ − ავტომობილი (გარდა იმ ავტომობილისა, რომელიც მიეკუთვნება „D“ კატეგორიას), რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 7 500 კგ-ს; „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ე) „D1“ − ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად და რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს; „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს;

ვ) „C1E“ – „C1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს;

ზ) „D1E“ − „D1“ ქვეკატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომელიც არ არის განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.“.

3. მე-4 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:

„მუხლი 41. „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

1. „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას პირი მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.

2. „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 16 წლიდან.

3. ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე უფლება აქვს მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.

4. მოთხოვნის შემთხვევაში, „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭება აგრეთვე იმ პირს, რომელიც „A“ კატეგორიის/„A1“ ან A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვების მიზნით იქნა დაშვებული და წარმატებით ჩააბარა ამ წესის 28-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, მიუხედავად იმისა, მოთხოვნის მომენტისათვის მინიჭებული აქვს თუ არა ამ პირს „A“ კატეგორიის/„A1“ ან A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

5. „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად სავალდებულო არ არის ამ წესის 211 მუხლით განსაზღვრული მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის რიგში ადგილის დაჯავშნა.“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

1. „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:

ა) პირი, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის მოპოვებული არ აქვს „A1“ ან „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე;

ბ) მოთხოვნის მომენტისათვის „A1“ ან „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირი, მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.

2. „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს:

ა) 21 წლიდან - თუ პირს ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე მიენიჭა „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) 24 წლიდან, თუ არ არსებობს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოება.

3. „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს:

ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

ბ) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

გ) „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

დ) ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე აღემატება 15 კვტ-ს.“.

5. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს:

ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

ბ) „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

გ) თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს.“.

6. 61 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მხოლოდ ავტომატური გადაცემის კოლოფის მქონე „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვებით პირს არ ენიჭება ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება.“.

7. მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს:

ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

ბ) „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

გ) თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 12 000 კგ-ს.“.

8. მე-8 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს:

ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

ბ) „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“;

ბ) შენიშვნა ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე, სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილი მინიმალური ასაკი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არანაკლებ 19 წლისა.“.

9. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“.

10. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4 „CE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს:

ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

ბ) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

გ) „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“.

11. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „DE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს:

ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

ბ) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

გ) „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“.

12. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. „T“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“.

13. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. „S“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“.

14. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. „ტრამვაის“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“.

15. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-3 პუნქტი:

„3. „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს:

ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

ბ) ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.“.

16. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი:

„მუხლი 151. „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება

1. „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას:

ა) პირი, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის არ აქვს მოპოვებული „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე;

ბ) მოთხოვნის მომენტისათვის „A1“ ქვეკატეგორიის მქონე პირი, მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწობის გაცემის საფუძველზე.

2. „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება პირს შეიძლება მიენიჭოს 18 წლიდან.

3. „A2“ ქვეკატეგორიის ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს:

ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

ბ) „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

გ) ტრიციკლი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე არ აღემატება 15 კვტ-ს.

შენიშვნა: „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაკეთებულია/წარმოებულია სატრანსპორტო საშუალების ბაზაზე, რომლის სიმძლავრე ორჯერ მეტად აღემატება მის სიმძლავრეს, მიიჩნევა „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებად.“.

17. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“.

18. მე-17 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს:

ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

ბ) თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს, აგრეთვე აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 8 250 კგ-ს.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე,  სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის არ გააჩნია „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, შესაძლოა „B“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭოს ერთდროულად.  ერთდროულად „B“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას სამხედრო მოსამსახურე მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები შესაბამისი თეორიული გამოცდის, აგრეთვე „B“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „B“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე. ამ პუნქტით განსაზღვრული პირი „C1“ ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ „B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს თეორიული გამოცდის მოქმედების ვადისა, ამასთან თუ პირმა ვერ ჩააბარა „C1“ ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, გაიცემა „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობა.

6. სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, აგრეთვე უფლება აქვს:

ა) მართოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ მოწყობილი ძარით გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.“;

გ) შენიშვნა ამოღებულ იქნეს.

19. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. „D1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“.

20. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4 „C1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს მართოს:

ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

ბ) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“.

21. 20-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. „D1E“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს:

ა) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება;

ბ) „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.“.

22. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) აღმოფხვრილია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის საფუძველი და გასულია მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ვადა (გარდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის 51 პუნქტის ან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილების და ამ წესის 54-ე მუხლის 23-ე-25-ე პუნქტების შესაბამისად მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით პირის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების შემთხვევისა);“.

23. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტითა და ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა და პირის „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების შემთხვევისა, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება მძღოლობის კანდიდატი, რომელმაც მძღოლთა მოსამზადებელ საჯარო ან კერძო დაწესებულებაში (შემდგომში – მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება) გაიარა შებამისი სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით და ახორციელებს „AM“, „A“ ან „B“ კატეგორიის/„A1“, „A2“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის სწავლებას.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. „B“ კატეგორიის/„A1“, „A2“ ან „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე შეიძლება დაიშვას 18 წლის ასაკს მიღწეული პირი, რომელსაც არ გაუვლია სათანადო მომზადება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში. ამ პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება აგრეთვე 21 წლის ასაკს მიღწეული პირის „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაშვებაზე.“.

24. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“ კატეგორიის ან „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ სააგენტოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ბოლო წარმოდგენიდან არ არის გასული 180 კალენდარული დღე და აღნიშნული ცნობით დასტურდება მოთხოვნილი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა;

ბ) „AM“, „T“, „S“ ან „ტრამვაის“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მის მიერ სააგენტოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ბოლო წარმოდგენიდან არ არის გასული 180 კალენდარული დღე და აღნიშნული ცნობით დასტურდება მოთხოვნილი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შესაბამისობა;“.

25. 24-ე მუხლის

ა) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-6 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში დაშვებისას მძღოლობის კანდიდატის მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის  ნებაყოფლობით ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის სააგენტოში წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოში აღნიშნული გარემოებების დადგენა შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით;“;

ბ) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 პუნქტი:

„201. პირი შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ იმ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ ან/და პრაქტიკულ გამოცდაზე, რომელი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებაც მას მინიჭებული არ აქვს საქართველოში კომპეტენტური ორგანოს მიერ და თუ მის მიერ მოთხოვნილი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების წესი ითვალისწინებს მის მიერ მითითებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებას.“;

გ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებაჩამორთმეული პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლის შემდეგ ექიმი-სპეციალისტების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა (ფორმა №IV-100/ა) და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნის სააგენტოში წარდგენის შემთხვევაში.“;

დ) 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„24. ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი დაიშვება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებით განსაზღვრულ ვადებში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის მიმდინარეობისას არაუმეტეს ერთხელ, გარდა ამ წესის 54-ე მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

ე) 26-ე და 27-ე პუქნტები ამოღებულ იქნეს.

26. 28-ე მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „A“ კატეგორიებისა და „A1“, „A2“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს 30 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული 30 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 27 ქულა;“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

„ა1) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს 20 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული 20 წუთის განმავლობაში, უნდა დააგროვოს მინიმუმ 18 ქულა;“.

27. 32-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ავტოდრომზე ან დახურულ მოედანზე საგამოცდო ელემენტების შეზღუდვის (მონიშვნის) ფარგლების აღსანიშნავად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღია ან მკვეთრ ფერში შეღებილი სადგარები, ალმები, ლენტები ან/და სხვა მსგავსი მოწყობილობები. ამასთან, მსუბუქი ავტომობილებისათვის განკუთვნილი ელემენტების სადგრების სიმაღლე არ უნდა იყოს 85 სმ-ზე ნაკლები, ხოლო სატვირთო ავტომობილების შემთხვევაში – სადგრების სიმაღლე არ უნდა იყოს ავტომობილის პლატფორმის ქვედა ზღვარზე ნაკლები.“.

28. 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უსაფრთხოების დამცავი ჩაფხუტის მორგება (მხოლოდ „A“ კატეგორიისათვის ან „A1“, „A2“ და  „B1“ ქვეკატეგორიებისათვის);“;

ბ) „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) მოტოციკლის დაქოქვა და ჩაქრობა და მისი დაძვრა ძრავის დახმარების გარეშე (მხოლოდ „A“ კატეგორიისათვის ან „A1“ და „A2“ ქვეკატეგორიისათვის);

ჟ) მოძრაობა სწორზე გადაცემის გადართვით დაბლიდან მაღალზე და პირიქით (მხოლოდ „A“ კატეგორიისათვის ან „A1“ და „A2“  ქვეკატეგორიისათვის);

რ) მოტოციკლის მართვა მინიმალური სიჩქარით, საფეხურიდან ფეხის აუღებლად (მხოლოდ „A“ კატეგორიისათვის ან „A1“ და „A2“ ქვეკატეგორიისათვის).“.

29. 36-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 36. „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“, „A2“ და „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა და მისი შეფასების წესი“;

ბ) პირველი პუნქტის:

ბ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“, „A2“ და „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:“;

ბ.ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) „საგაბარიტო წრეში მობრუნება“ (მხოლოდ „A“ კატეგორიისა და „A1“ და „A2“ ქვეკატეგორიებისათვის);“.

30. 40-ე მუხლის მე-2 პუნქტის

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს მიერ პირისათვის „AM“, „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება მართვის მოწმობის გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით, ამასთანავე:“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად მიიჩნევა ამ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი;“.

31. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის:

ა)  პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირისათვის „AM“, „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის ან/და „A1“,„A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის (შემდგომ − მართვის მოწმობა) გაცემით, ხოლო ტრამვაის მართვის უფლების მინიჭება − ტრამვაის მართვის მოწმობის გაცემით, ამასთანავე:“;

ბ) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყოველი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღად მიიჩნევა ამ კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის მართვის მოწმობის გაცემის თარიღი;“;

გ) „ბ“ ქვეპუნქტის:

გ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „AM“, „A“, „B“, „BE“, „T“, „S“ კატეგორიების/„A1“, „A2“, „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:“;

გ.ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) 15 წელი (გარდა ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);“;

დ) „გ“ ქვეპუნქტის:

დ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „C“, „CE“, „D“, „DE“ კატეგორიების/„C1“, „C1E“, „D1“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადაა:“;

დ.ბ) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:

„გ.ა) 5 წელი (გარდა ამ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);“;

ე) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რდაქციით:

„დ.ა) 5 წელი (გარდა ამ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა);“.

32. 43-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის:

ა) წინა მხარეს (ავერსი) მე-9 გრაფაში მიეთითება პირისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების ის კატეგორია (ქვეკატეგორია), რომლის მართვის უფლებას არ მოიცავს ამავე პირზე მინიჭებული სხვა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, გარდა „AM“ კატგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისა, რომელიც ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის წინა მხარის (ავერსი) მე-9 გრაფაში მიეთითება მიუხედავად იმისა, პირს მინიჭებული აქვს თუ არა სხვა კატეგორიის (ქვეკატეგორიის) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

ბ) უკანა მხარეს (რევერსი) მე-9 გრაფაში მიეთითება პირისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების ყველა ის კატეგორია (ქვეკატეგორია), რომელზეც ვრცელდება აღნიშნული მართვის მოწმობა (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მართვის უფლებებისა). ამასთან, „AM“ კატგორიის და „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის უკანა მხარეს (რევერსი) მითითების წესი განისაზღვრება ამ მუხლის 21 და 22 პუნქტებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21  და 22 პუნქტები:

„21. „AM“ კატეგორიის:

ა) ამ წესის 41 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით მინიჭების შემთხვევაში, ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის უკანა მხარეს (რევერსი) „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეთითება  მართვის მოწმობის მე-12 გრაფაში („A1“ ქვეკატეგორიის გასწვრივ) შემდეგი სახით - (AM). ამასთან, პირის მიერ სხვა კატეგორიის/ ქვეკატეგორიის მინიჭების შემთხვევაში, ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის უკანა მხარეს (რევერსი) „AM“ კატეგორიის შესახებ ინფორმაციის მითითება აღარ ხდება, ხოლო „AM“ კატეგორიის მოქმედების ვადად მიიჩნევა მართვის მოწმობის მოქმედების ვადა;

ბ) ამ წესის 41 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით მოპოვების  შემთხვევაში, ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის უკანა მხარეს (რევერსი) „AM“ კატეგორიის შესახებ ინფორმაციის მითითება არ ხდება.

22. ერთიანი ნიმუშის ეროვნული მართვის მოწმობის უკანა მხარეს (რევერსი) „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება:

ა) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების არმქონე პირის შემთხვევაში მიეთითება კოდირებულად შემდეგი სახით: მე-12 გრაფაში („A“ კატეგორიის გასწვრივ) - 103. (A2) და მე-12 გრაფაში (ქვედა ნაწილში) შემდეგი სახით - 103. (A2) ≤35 kW; ≤0,2 kW/kg;

ბ) „A“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირის შემთხვევაში მიეთითება მართვის მოწმობის მე-12 გრაფაში (ქვედა ნაწილში) კოდირებული სახით და მითითებული უნდა იქნეს კოდი (103), აგრეთვე „A2“ ქვკატგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების თარიღი (მაგ: 103. (A2)  03.11.21). ამასთან „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოქმედების ვადად მიიჩნევა „A“ კატეგორიისათვის მართვის მოწმობის მე-11 გრაფაში მითითებული მოქმედების ვადა.“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გარდა პირისათვის მართვის უფლების მისაღები გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისა, ამ მუხლის 21 დ 22 პუნქტების მოთხოვნათა გათავლისწინებით, ერთიანი ნიმუშის ეროვნულ მართვის მოწმობაში სავალდებულოა აღნიშნულ იქნეს პირის მიერ მოპოვებული ამ წესის:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება;

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლება;

გ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება;

დ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება;

ე) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება;

ვ) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-5 პუნქტით განსაზღვრული  უფლება;

ზ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მე-5 პუნქტით განსაზღვრული  უფლება;

თ) მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-5 პუნქტით განსაზღვრული უფლება;

ი) მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ერთიანი ნიმუშის ეროვნულ მართვის მოწმობაში არ აღინიშნება პირის მიერ მოპოვებული ამ წესის:

ა) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება;

ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება;

გ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება;

დ) მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული უფლება;

ე) მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება;

ვ) 151 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება;

ზ) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება.“.

33. 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) პირისათვის მინიჭებული „AM“, „A“, „B“, „C“, „D“, „BE“, „CE“, „DE“, „T“, „S“ კატეგორიის/„A1“, „A2“, „B1“, „C1“, „D1“, „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისათვის მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვა (მხოლოდ ამ კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის);“.

34. 46-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ წესის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული, ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღდგენილად ჩაითვლება მართვის უფლების შეჩერების, ჩამორთმევის ვადის გასვლისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამასთან, მართვის უფლების აღდგენის შემდგომ პირი ვალდებულია დადგენილი წესით დაიბრუნოს ჩამორთმეული მართვის მოწმობა.

შენიშვნა: ამ წესის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის გასვლად ასევე მიიჩნევა საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართვის უფლების ვადამდე აღდგენა.“;

ბ)  მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული მართვის უფლების აღსადგენად და მართვის მოწმობის დასაბრუნებლად პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს ექიმ-სპეციალისტების მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობისა (ფორმა №IV-100/ა) და სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევა) დასკვნა.“;

გ) მე-13 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის მე-5 და მე-6 ნაწილებით და ამ წესის 54-ე მუხლის 23-ე-25-ე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღსადგენად სავალდებულოა:“.

35. 54-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-ე-25-ე პუნქტები:

„21. პირს, რომელსაც 2021 წლის 6 დეკემბრის მდგომარებით მოპოვებული აქვს ამ წესით გათვალისწინებული იმ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, რომელიც აგრეთვე ითვალისწინებს „AM“ კატეგორიის და „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას, ასეთი უფლება პირს წარმოეშობა მიუხედავად იმისა, მართვის მოწმობაში ამ უფლებების მოპოვების თაობაზე მითითებულია თუ არა ამ წესის 43-ე მუხლის 21 და 22 პუნქტებით დადგენილი წესით.

22. ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში, ამ წესის 43-ე მუხლის 21 და 22 პუნქტებით დადგენილი წესით „AM“ კატეგორიის და „A2“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მართვის მოწმობაში მითითების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ ახალი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე.

23. პირი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეუჩერდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2021 წლის 7 ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის 116-ე მუხლის პირველი ან/და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისთვის, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე დაიშვება არაუმეტეს ერთხელ ამ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან არაუადრეს 3 თვისა.

24. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2021 წლის 7 ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით, ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე პირი დაიშვება არაუმეტეს ერთხელ ამ სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან არაუადრეს 3 თვისა.

25. ამ მუხლის 24-ე პუნქტით დადგენილი წესით, პირი ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე დაიშვება იმ შემთხვევებშიც, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2021 წლის 7 ნოემბრამდე მოქმედი რედაქციის  116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო შეჩერებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით დაშვებული იყო ამ წესის 46-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ გამოცდაზე, მაგრამ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა არ განხორციელებულა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 6 დეკემბრიდან.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური