აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 01/12/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/12/2021
სარეგისტრაციო კოდი
1-1/513
01/12/2021
ვებგვერდი, 06/12/2021
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/513

2021 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისსაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 17 აგვისტოს №01/2838, 30 აგვისტოს №01/2956, 3 სექტემბრის №01/3060, 15 სექტემბრის №01/3201, 6 ოქტომბრის №01/3459, №01/3461, №01/3462, 18 ოქტომბრის №01/3626 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი), ახორციელებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 1) და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტებს (შემდგომში – პროექტი).

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზა წარმოადგენს თბილისის კახეთის რეგიონთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზას და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზას. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა ეკონომიკური ზრდის, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი სტრატეგიული პროექტია, რომელმაც უნდა გარდაქმნას საქართველო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კვანძად ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, ერთი მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის და მეორეს მხრივ, თურქეთსა და ევროპას შორის. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მთავარ სასაზღვრო კვეთის პუნქტებთან დაკავშირება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც აბრეშუმის გზაზე სატრანზიტო ქვეყნის როლს ასრულებს. საპროექტო გზის მონაკვეთი წარმოადგენს თბილისიდან საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი რეგიონის, კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელ ძირითად მაგისტრალს და როგორც აღინიშნა, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არსებული გზა გადის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო, სადაც დასახლებული პუნქტების სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება ადგილობრივი ავტონტრანსპორტის გამჭოლად გამავალ სარანსპორტო ნაკადებთან შერწყმა-აღრევა, ქვეითად მოსიარულეების მიერ გზით სარგებლობა და ამასთანავე პირუტყვის მიერ სავალი ნაწილის დაკავება, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს ავტოტრასნპორტის გადაადგილებას და საფრთხეს უქმნის როგორც მგზავრთა, ასევე ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილებას, აღნიშნულს ამასთანავე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს გადაადგილების დროსა და ხარჯებზე. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ფარგლებში, ალტერნატიული მიმართულებების და მრავალფუნქციური შედარებების საფუძველზე დადგინდა, რომ ავტოტრანსპორტის პროგნოზირებული ინტენსივობა საშუალო ზრდის ტემპით შემდეგი 20 წლის განმავლობაში გაიზრდება (2040 წლისათვის AADT შეადგენს 33 688-ს) და ახალი 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე კრიტიკულად აუცილებელია თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთისათვის, რომლის მარშრუტიც სრულიად აუვლის გვერდს დასახლებულ პუნქტებს, რაც გაზრდის დერეფნის გამტარუნარიანობას, შემცირდება გადადგილების დრო და ხარჯები, გაიზრდება გადაადგილების სიჩქარეები, საგრძნობლად გაუმჯობესდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება და განიმუხტება დასახლებული პუნქტები.

საპროექტო გზის ლოტი 1 იწყება 4+040 ნიშნულზე და მთავრდება 27+840 ნიშნულთან, მისი საერთო სიგრძე დაახლოებით 24 კილომეტრია. საპროექტო გზის მონაკვეთი აღმოსავლეთისკენ მიემართება და გადის ვაზიანის ჩრდილოეთით, უხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით და გადის არსებულ გზაზე პკ.4+798-თან ახლოს. კონსტრუქციის მშენებლობისათვის, რომელიც ორ დერეფანს ჰყოფს, გათვალისწინებულია არსებული გზის მუდმივი რეკონსტრუქცია. საავტომობილო გზა გრძელდება სამხრეთ-აღმოსავლეთით და ორჯერ კვეთს არსებულ რკინიგზას, პკ6+227 და პკ7+511 სადაც შესაბამისი კონსტრუქციებია გათვალისწინებული ორი სატრანსპორტო დერეფნისათვის (საავტომობილო გზა და სარკინიგზო) მათი ცალ-ცალკე გამოყოფით. შემდეგ საავტომობილო გზა ბრუნდება აღმოსავლეთისკენ, შემდგომ ჩრდილოეთით და არსებული სარკინიგზო ხაზის პარალელურად და პკ14+418 -ზე გათვალისწინებულია მოეწყოს სართიჭალის დაგეგმილი გადაკვეთა. საპროექტო საავტომობილო გზა გრძელდება, არსებული რკინიგზის ხაზის პარალელურად და გადის მდინარე იორზე, 6 საავტომობილო გზის ხიდით. მდინარის გადაკვეთის შემდეგ, მაგისტრალი გადის იორის მიტოვებულ ქვესადგურზე და გრძელდება არსებული რკინიგზის ხაზის ჩრდილოეთის პარალელურად. პროექტი ითვალისწინებს არსებული ადგილობრივი საგზაო ქსელის მთლიან აღდგენას, რომელსაც კვეთს ახალი საავტომობილო გზა. გათვალისწინებულია რამდენიმე გვერდითი გზა და ვერტიკალური ადგილობრივი გზა ადგილობრივი სატრანსპორტო მომსახურებისა და მიწებამდე მისასვლელების აღდგენის/უზრუნველყოფის მიზნით. გარდა ამისა, კვანძებზე გათვალისწინებულია მეორეხარისხოვანი გზები ახალი საავტომობილო გზის ადგილობრივ საგზაო ქსელთან დასაკავშირებლად.

ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთი შედის ჟინვალი-ბაკურციხე-წნორის სატრანსპორტო დერეფნის შემადგენლობაში. არსებულ საავტომობილო გზას გააჩნია ორზოლიანი სავალი ნაწილი, რომლის მოასფალტებული განი 6.5-9.0 მეტრ შუალედში იცვლება. საავტომობილო გზა დაახლოებით 24 დასახლებულ პუნქტზე გადის. ახალი ბაკურციხე-წნორის საავტომობილო გზის მონაკვეთი გამოეყოფა ამჟამად მშენებარე ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლით გზას, დაახლოებით 1.8 კმ-ზე. აღნიშნულის შემდგომ, საპროექტო გზა მიემართება ჩრდილო-აღმოსავლეთით, კვეთს საირიგაციო არხს, რის შემდეგაც უხვევს მარჯვნივ და გადის არხის პარალელურად, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, ვიდრე არ შეუერთდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ლაგოდეხის საავტომობილო გზას. ახალი გზის სიგრძე მიახლოებით 16 კილომეტრია და მდებარეობს გურჯაანის (ბაკურციხე) და სიღნაღის (წნორი) მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. საპროექტო მონაკვეთი კვეთს მაგისტრალურ საირიგაციო არხს და უამრავ სასოფლო-სამეურნეო გზას. გარდა ამისა, საპროექტო მონაკვეთზე მოსახვედრად გათვალისწინებულია ორი სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარის) მოწყობა. მაგალითად, სოფლებში (რომლებსაც შემოუვლის ახალი საპროექტო მონაკვეთი) მისასვლელების უზრუნველსაყოფად (კმ11+386 ნიშნულთან) მოეწყობა გზაგამტარი და მასთან შეერთებულ მეორადი მნიშვნელობის საავტომობილო გზას ჩაუტარდება რეაბილიტაცია (გზის ზედაპირი მოასფალტდება). საპროექტო გზის ჩრდილოეთით მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებთან მისასვლელად გამოყენებული იქნება საპროექტო გზის გასწვრივ გამავალი მოხრეშილი გზა, რომელიც საჭიროებისამებრ დაუკავშირდება შიდა გზების ქსელს გზისქვეშა გადასასვლელების საშუალებით. ბაკურციხე-წნორის სამოდერნიზაციო სამანქანო გზა იკვეთება 23 მცირე და დიდი ხევით, ერთი ირიგაციული დანიშნულების მაგისტრალური არხით და მისი 9 დიდი გამანაწილებლით. სამოდერნიზაციო გზის გადამკვეთი ხევები სათავეს იღებენ ცივგომბორის ქედის სამხრეთაღმოსავლეთ დაბოლოების ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობებზე და ცალკეულ უხვნალექიან წლებში ერთვიან მდ. ალაზანს მარჯვენა მხრიდან. აღნიშნულ ხევებში წყლის შედარებით მუდმივი დინება ფიქსირდება ცივგომბორის ქედის ფერდობებზე, ქვემოთ არსებულ დასახლებულ პუნქტებთან და ალაზნის ველზე ხევების კალაპოტები მშრალია. ამ მონაკვეთებზე ხევების კალაპოტებში წყლის ნაკადი აღინიშნება მხოლოდ თოვლის დნობის ან ინტენსიური წვიმების პერიოდში. ცალკეული ინტენსიური წვიმების დროს ხევებზე, მათი კალაპოტების მაღალი ქანობების პირობებში, ყალიბდება წყლის იშვიათი განმეორებადობის მაქსიმალური ხარჯები, რომლებიც დიდ მატერიალურ ზარალს აყენებენ დასახლებულ პუნქტებს და სასოფლოსამეურნეო სავარგულებს. აღნიშნული ხევებიდან ერთ-ერთი, სოფელ კარდენახში ჩამომავალი მღვრიე-ხევი, ღვარცოფული ხასიათისაა.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული:

ვასილი ტურიაშვილის (პ/ნ 13001044334), მალხაზი ტურიაშვილის (პ/ნ 13001017790), მზია ტურიაშვილის (პ/ნ 62001045560), მზია ტურიაშვილის (პ/ნ 13001042814) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ №51.15.62.234, ს/კ №51.15.62.145) და ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ნინელი ხელაშვილის (პ/ნ 40001025020) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ №56.02.48.040) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ავთანდილ ზავრაშვილის (პ/ნ 13001049279) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ №51.15.62.285, ს/კ №51.15.62.283, ს/კ№51.15.62.293) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ეთერ ზავრაშვილის (პ/ნ 13001060513) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ №51.14.58.005) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

გივი ბეროშვილის (პ/ნ 40001031217) და ლიზა ბეროშვილის (პ/ნ 40001031216) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ № 56.02.48.118) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

ლალა მოსაშვილის (პ/ნ 40101042364) და მერაბ მოსაშვილის (პ/ნ 40001032712) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის (ს/კ №56.02.51.094) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

დავით გულუას (პ/ნ 01001019607) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ №81.10.28.045) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 1) და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტები.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში მდებარე 1500 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №81.10.28.045) მესაკუთრეა დავით გულუა (პ/ნ 01001019607).

დადგენილია, რომ პროექტის (ლოტი 1) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა დავით გულუას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სრულად (ს/კ №81.10.28.045);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მდებარე 3836 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ№51.15.62.234) და გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მდებარე 1655 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №51.15.62.145) თანამესაკუთრეები არიან ვასილი ტურიაშვილი (პ/ნ 13001044334), მალხაზი ტურიაშვილი (პ/ნ 13001017790), მზია ტურიაშვილი (პ/ნ 62001045560), მზია ტურიაშვილი (პ/ნ 13001042814);

დადგენილია, რომ პროექტის (16 კმ-იანი მონაკვეთი) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ვასილი ტურიაშვილის, მალხაზი ტურიაშვილის, მზია ტურიაშვილის და მზია ტურიაშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 996 კვ.მ. და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №51.15.62.234) და ასევე უძრავი ქონების ნაწილი – 349 კვ.მ. და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №51.15.62.145);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირში მდებარე 3893 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №56.02.48.040) მესაკუთრეა ნინელი ხელაშვილი (პ/ნ 40001025020);

დადგენილია, რომ პროექტის (16 კმ-იანი მონაკვეთი) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნინელი ხელაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 2601 კვ.მ და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №56.02.48.040);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ კარდენახში მდებარე 1623 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №51.15.62.285), გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ კარდენახში მდებარე 1095 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ( ს/კ №51.15.62.283) და გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მდებარე 768 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ №51.15.62.293) მესაკუთრეა ავთანდილ ზავრაშვილი (პ/ნ 13001049279).

დადგენილია, რომ პროექტის (16 კმ-იანი მონაკვეთი) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ავთანდილ ზავრაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 1623 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთიდან – 812 კვ.მ. და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №51.15.62.285), 1095 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთიდან – 492 კვ.მ და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ № 51.15.62.283), 768 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთიდან – 324 კვ.მ და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №51.15.62.293);

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფელ ბაკურციხეში „წარაფი“ მდებარე 2251 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა ეთერ ზავრაშვილი (პ/ნ 13001060513);

დადგენილია, რომ პროექტის (16 კმ-იანი მონაკვეთი) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ეთერ ზავრაშვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი ნაწილი – 1491 კვ.მ ოდენობით და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ 51.14.58.005).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაქირში მდებარე, 4932 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ 56.02.48.118) თანამესაკუთრეები არიან გივი ბეროშვილი (პ/ნ 40001031217) და ლიზა ბეროშვილი (პ/ნ 40001031216).

დადგენილია, რომ პროექტის (16 კმ-იანი მონაკვეთი) სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გივი ბეროშვილის და ლიზა ბეროშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 2581 კვ.მ და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №56.02.48.118).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაქირში მდებარე, 3763 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის (ს/კ 56.02.51.094) თანამესაკუთრეები არიან ლალა მოსაშვილი (პ/ნ 40101042364) და მერაბ მოსაშვილი (პ/ნ 40001032712).

დადგენილია, რომ პროექტით (16 კმ-იანი მონაკვეთი) გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ლალა მოსაშვილის და მერაბ მოსაშვილის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი – 1128 კვ.მ. და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები (ს/კ №56.02.51.094).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2021 წლის 17 ნოემბრის ოქმის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ვაზიანი-საგარეჯოს (კმ4+040-კმ27+840) საავტომობილო გზის მონაკვეთის (ლოტი 1) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში მდებარე დავით გულუას (პ/ნ 01001019607) საკუთრებაში არსებულ 1500 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე (ს/კ №81.10.28.045).

2. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

2.1. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მდებარე ვასილი ტურიაშვილის (პ/ნ 13001044334), მალხაზი ტურიაშვილის (პ/ნ 13001017790), მზია ტურიაშვილის (პ/ნ 62001045560), მზია ტურიაშვილის (პ/ნ 13001042814) თანასაკუთრებაში არსებულ 3836 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე 996 კვ.მ-ზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ №51.15.62.234) და 1655 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 349 კვ.მ-ზე და მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავებზე (ს/კ № 51.15.62.145);

2.2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაქირში მდებარე ნინელი ხელაშვილის (პ/ნ 40001025020) საკუთრებაში არსებულ 3893 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 2601 კვ.მ-ზე და მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავებზე (ს/კ №56.02.48.040);

2.3. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში მდებარე ავთანდილ ზავრაშვილის (პ/ნ 13001049279) საკუთრებაში არსებულ 1623 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 812 კვ.მ-ზე და მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავებზე (ს/კ №51.15.62.285), 1095 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 492 კვ.მ-ზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ №51.15.62.283), 768 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 324 კვ.მ-ზე და მასზე არსებულ მრავალწლიანი ნარგავებზე (ს/კ№ 51.15.62.293);

2.4. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბაკურციხეში „წარაფი“ მდებარე ეთერ ზავრაშვილის (პ/ნ 13001060513) საკუთრებაში არსებულ 2251 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 1491 კვ.მ-ზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე ( ს/კ №51.14.58.005).

2.5. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაქირში მდებარე გივი ბეროშვილის (პ/ნ 40001031217) და ლიზა ბეროშვილის (პ/ნ 40001031216) თანასაკუთრებაში არსებულ 4932 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 2581 კვ.მ და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ №56.02.48.118).

2.6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაქირში მდებარე ლალა მოსაშვილის (პ/ნ 40101042364) და მერაბ მოსაშვილის (პ/ნ 40001032712) თანასაკუთრებაში არსებულ 3763 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 1128 კვ.მ-ზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე (ს/კ № 56.02.51.094).

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                                                            ოთარი დანელია