“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ”

“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 771
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 01/11/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 118, 02/11/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 26/05/2004
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.005.030
771
01/11/2001
სსმ, 118, 02/11/2001
200.250.000.11.114.005.030
“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №771

2001 წლის 1 ნოემბერი

ქ.  თბილისი

„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის და   მე-12 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №90, 2000 წელი) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-7 მუხლის „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უფლებამოსილია გამოიძახოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეები და შესაბამისი წესით მიიღოს მათგან წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტება.“;

ბ) მე-7 მუხლის „ლ“ პუნქტში სიტყვა „მოვლენა“ შეიცვალოს სიტყვებით“ გამოცხადების უზრუნველყოფა“;

გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „მიცემის“ შეიცვალოს სიტყვით „მიღების“;

დ) მე-9 მუხლის მეორე პუნქტში ციფრი „10“ შეიცვალოს ციფრით „15“.

ე) მე-11 მუხლის მეორე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების, საფინანსო-სამეურნეო, ადმინისტრაციული და სხვა სახის, მათ შორის კომპლექსური შემოწმების ჩატარების შესახებ“;

„ვ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური (სამსახურებრივი მოკვლევა), წარმოების განხორციელების შესახებ;“;

ვ) მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ასრულებს“ შეიცვალოს სიტყვით „ახორციელებს“;

ზ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. ინსპექციის უფროსის მოადგილეები

1. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები.

2. ინსპექციის უფროსის მოადგილეები ხელს უწყობენ ინსპექციის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაში და ასრულებენ ინსპექციის უფროსის დავალებებს. მოადგილეების უფლებამოსილებას განსაზღვ - რავს ინსპექციის უფროსი.

3. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ინსპექციის უფროსის გადაწყვეტილებით მის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე“.

თ) მე-14 მუხლიდან ამოღებულ იქნეს ციფრი „1“ და „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველო.“

ი) დებულებაში სიტყვები „ანალიზის, სამართლებრივ საკითხთა და საორგანიზაციო სამმართველო“ შეიცვალოს სიტყვებით „სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველო,“;

კ) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ. ინსპექციის აპარატი.“;

ლ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები“ და ინსპექციის უფროსს მიმართავს წარდგინებით დისციპლინური დევნის (სამსახურებრივი მოკვლევა) აღძვრის თაობაზე.“, ხოლო „გ“ ქვე-პუნქტში სიტყვის „აანალიზებს“ წინ დაემატოს სიტყვები „თავისი კომპეტენციის ფარგლებში“.;

მ) მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს საქმიანობას აწესრიგებს სამმართველოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.“;

ნ) მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის დასაწყისში დაემატოს სიტყვები“ თავისი კომპეტენციის ფარგლებში“, ხოლო სიტყვა „აღმოჩენილი“ შეიცვალოს სიტყვით „გამოვლენილი“;

ო) მე-16 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კონტროლისა და აუდიტის სამმართველოს საქმიანობას აწესრიგებს სამმართველოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.“;

პ) მე-17 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველო.“

ჟ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები.

რ) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე.“;

ს) მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამართლებრივ საკითხთა და ანალიზის სამმართველოს საქმიანობას აწესრიგებს სამმართველოს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.“;

ტ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

 „მუხლი 171. ინსპექციის აპარატი

1. ინსპექციის აპარატი:

ა) ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ, ინფორმაციულ და კოორდინაციულ უზრუნველყოფას;

ბ) უზრუნველყოფს ინსპექციის საქმისწარმოების ორგანიზაციას, ინსპექციაში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავებას და საკონტროლო დავალებათა შესრულების ორგანიზაციას, კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ინსპექციის მოსამსახურეების პირადი საქმეების შედგენას, საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებასა და საარქივო საქმის წარმოებას;

გ) უზრუნველყოფს ინსპექციაში ჩასატარებელი თათბირების ორგანიზაციას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

დ) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მისი სისტემის ორგანოების საჯაროობისა და გამჭირვალობის დონის, მათდამი საზოგადოების ნდობის ამაღლების, ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნით კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან, საერთაშოროსო ორგანიზაციებთან, გადასახადის გადამხდელებთან, არასამთავრობო სექტორის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;

ე) უზრუნველყოფს ინსპექციის კომპიუტერიზაციას, ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულ ფუნქციონირებას, მის გაუმჯობესებასა და სრულყოფას, საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვას, ორგანიზებასა და შესრულების კონტროლს.

2. ინსპექციის უფროსის აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი.

3. აპარატის უფროსს ჰყავს მოადგილე.

4. აპარატის უფროსს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი.

5. ინსპექციის აპარატის საქმიანობას აწესრიგებს აპარატის დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.“;

უ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. ინსპექციის ბუღალტერია

1. ინსპექციის ბუღალტერია უზრუნველყოფს ინსპექციის ნაერთი ბალანსის და ბიუჯეტის შედგენას, საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგებისა და საბუღალტრო საქმის წარმართვას.

2. ინსპექციის ბუღალტერიას ხელმძღვანელობს ინსპექციის მთავარი ბუღალტერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი.

3. ინსპექციის ბუღალტერია უშუალოდ ექვემდებარება გენერალური ინსპექციის უფროსს.“;

ფ) დებულებაში სიტყვები „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემის“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი.“

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ძნელაძე