ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 24/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016610
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27
02/12/2021
ვებგვერდი, 03/12/2021
010250050.35.105.016610
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/12/2021 - 02/09/2022)

 

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2021 წლის 2 დეკემბერი

ქ.ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ღ“ პუნქტის და მე-4 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის და საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის და 96-ე მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის   საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესი.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის №2 დადგენილება.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.

 


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია



დანართი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  (ადგილობრივი და დევნილი) 18 წლამდე ასაკის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესი

 


მუხლი 1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  (ადგილობრივი და დევნილი) 18 წლამდე ასაკის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა (შემდეგში – პროგრამა) ვრცელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე პროგრამის განხორციელების წესის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ ბავშვებს შეუძლიათ საბიუჯეტო წლის მანძილზე ისარგებლონ არა უმეტეს ორი ქვეპროგრამით.

 

მუხლი 3
ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა განისაზღვროს  შემდეგნაირად:

1. სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვის მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა (კოდი 060301) ითვალისწინებს სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი (შშმ, სსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, ზრუნვის სისტემიდან გასული, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე და სხვა) ბავშვებისთვის ყოველთვიურად 30-ლარიან (თით. ბავშვზე) ფულად დახმარებას, რომელიც მოხმარდება საკვები პროდუქტების (გარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოსი), ჰიგიენის საშუალებების და საკანცელარიო ნივთების შეძენას. ყოველთვიურად ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე და ა.შ.) წარმოადგენს ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას (ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები), წინააღმდეგ შემთხვევაში, არასრულწლოვანს შეუწყდება აღნიშნული ქვეპროგრამით სარგებლობა. ქვეპროგრამით სარგებლობის ვადები განისაზღვრება ინტერდისციპლინური გუნდის დასკვნის შესაბამისად.

2. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მხარდაჭერის ქვეპროგრამა  (კოდი 060302) ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების დასაქმების ხელშეწყობას მუნიციპალიტეტში. შესრულებული საქმიანობა ანაზღაურდება ბენეფიტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით (არანაკლებ საარსებო მინიმუმისა). დასაქმების ვადა განისაზღვრება 4 თვით. სამუშაო გრაფიკი ყოველ ბენეფიციარზე შემუშავდება ინდივიდუალურად.

3. ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეების აღნიშვნის ქვეპროგრამა (კოდი 060303) ითვალისწინებს ბავშვთა სადღესასწაულო და სოლიდარობის დღეებში სხვადასხვა კატეგორიის ბავშვებისთვის საზეიმო განწყობის შექმნას, საჩუქრების შესყიდვას, გადაცემას, პერიოდულად საინფორმაციო ბუკლეტებისა და სხვა ბეჭდური მასალის მომზადება/გავრცელებას, საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვასა და მოწყობას.

4. სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი წრეების დაფინანსების ქვეპროგრამა (კოდი 060304) ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ (სარეიტინგო ქულა 100 001-ზე ნაკლები) 18 წლამდე ასაკის სხვადასხვა პათოლოგიის მქონე 15 ბავშვისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოქმედი საცურაო აუზის მომსახურების (aqua-თერაპია, ნევროლოგის რეკომენდაციით) დაფინანსებას კალენდარული წლის ამოწურვამდე. ობიექტის შერჩევა მოხდება შესყიდვის წესით. ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ არასრულწლოვან მოქალაქეებს შემდეგი დიაგნოზებით:

ა) ბავშვთა ცერებრული დამბლა (G-80);

ბ) სხვა პარალიზური სინდრომები (G-81, G-82, G-83);

გ) განვითარების ეტაპების დაყოვნება (R-62), ფიზიკური შეზღუდვით.

მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის მომდევნო 10 რიცხვისა, წარმოადგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია, ბენეფიციართა რეესტრი და ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარგებლის მიერ თვეში აბონემენტით განსაზღვრული ვიზიტების (არა უმეტეს 8 სეანსისა) რაოდენობის 25%-ზე მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისა) გამოიწვევს აღნიშნული მომსახურების შეწყვეტას.

 

მუხლი 4
არასრულწლოვანი ბავშვის მშობელი/მისი კანონიერი წარმომადგენელი პროგრამით სარგებლობის მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

1.  განცხადებას;

2. პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის  მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს (აუცილებლობის შემთხვევაში);

3. ექიმი-ნევროლოგის მიერ გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: ფორმა  №IV-100/ა-ს (დედანი) პროგრამის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსებისას;

4. საჭიროების შემთხვევაში, ამონაწერს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

5. საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;

6. სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომართვას მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქვეპროგრამით სარგებლობისას;

7. საჭიროების შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის ამონაწერს;

8. სხვა დამატებით დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში.