“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 დეკემბრის N5-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 დეკემბრის N5-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 92-98
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016917
92-98
02/12/2021
ვებგვერდი, 02/12/2021
010260030.35.101.016917
“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 დეკემბრის N5-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32-98

2021 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 დეკემბრის №5-5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 5 დეკემბრის №5-5 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: (www.matsne.gov.ge), 07/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016430) და დადგენილებით დამტკიცებულ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის დებულებაში განხორცილდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე აირჩევა საკრებულოს კომისიის წევრთაგან. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არცერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო.“.

2. მე-3 მუხლის:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ) მონაწილეობს საკრებულოში შემოსული პროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს და გადასცემს საკრებულოს შესაბამის ორგანოს;

გ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;

დ) შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, დასკვნებს ან/და რეკომენდაციებს მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობისთვის;

ე) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს ან რომელთა დანიშვნაზე თანხმობას აძლევს საკრებულო, რის თაობაზეც სამართლებრივ დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;

ვ) აკონტროლებს საკრებულოს სამართლებრივი აქტების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს;

ზ) ისმენს ინფორმაციას, ახსნა-განმარტებას საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობასთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს;

თ) მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხებზე საერთაშორისო მოლაპარაკებებში;

ი) აქტიურად თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და არასამთავრობო სექტორთან;

კ) განიხილავს ადამიანის უფლებათა დარღვევებთან დაკავშირებულ განცხადებებს და საჩივრებს, ახდენს სათანადო რეაგირებას;

ლ) ამზადებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს და წინადადებებს, წარუდგენს საკრებულოს ან აგზავნის დანიშნულებისამებრ;

მ) განსაზღვრავს საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს და დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუროს;

ნ) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას;

ო) იმ შემთხვევაში თუ  საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს;

პ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტები:

„დ) საკრებულოს წევრის მიმართ სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო განჩინების გამოთხოვის შემდეგ, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას;

ე) საკრებულოს წევრის მიმართ სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას, ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო დადგენილების გამოთხოვის შემდეგ, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას;

ვ) თუ საკრებულოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია გამოითხოვს განაჩენს, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას.“.

3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 3 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე