„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 30 მარტის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 08/12/2021
დოკუმენტის ტიპი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016142
16
08/12/2021
ვებგვერდი, 09/12/2021
310020000.55.067.016142
„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 30 მარტის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 30 მარტის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №16

2021 წლის 6 დეკემბერი

ქ. ბათუმი

„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 30 მარტის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნავსადგურის აკვატორიაში გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 30 მარტის №05 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) წესის მე-3 მუხლის „ა.ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ნ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეზოლუცია A.1006 (29) ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემის (AIS) საგემბანო გამოყენების სახელმძღვანელო პრინციპები.“;

ბ) წესის მე-3 მუხლის „ა.ს“ და „ა.ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ს) შუქურის სამსახურების და საზღვაო სანავიგაციო  საშუალებების საერთაშორისო ასოციაციის გემების მოძრაობის სამსახურის სახელმძღვანელო – IALA VTS Manual, 2021; 

ა.ტ) IMO-ს მიერ აღიარებული მოდელ კურსები – MSC/Circ.1065/Rev.1 IALA Standards for Training and Certification of VTS Personal: Model Course V-103/1 VTS Operator, Model Course V-103/2 VTS Supervisor, Model Course V-103/3 On- the-Job Training (VTS Operator and VTS Supervisor), Model Course V-103/4 VTS On-the-Job Training Instructor, V-103/5 The revalidation process for VTS qualification and certification.“;

გ) წესის მე-3 მუხლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) სანაპირო სადგური – სააგენტოს სისტემაში შემავალი საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო  ცენტრის (MRCC) და გემების მოძრაობის მონიტორინგისა და საინფორმაციო სისტემის ცენტრის რადიო სადგურები;   

ნ) VTS მომსახურება – მომსახურება, რომელიც შექმნილია და აქვს საშუალება VTS პასუხისმგებლობის ზონაში დაარეგულიროს გემების მოძრაობა ნაოსნობის უსაფრთხოების, ეფექტურობის ამაღლების და გარემოს დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;“;

დ) წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გემებთან კომუნიკაციისათვის გამოიყენება ინგლისური და ქართული ენა, ან  ეკიპაჟისთვის გასაგები ენა.“;

ე) წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უმაღლესი საზღვაო განათლება ან პროფესიული განათლების მე-4, მე-5 საფეხური ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია;“;

ვ) წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ზ) წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ.ა) IMO-ს მიერ აღიარებული მოდელ კურსები – MSC/Circ.1065/Rev.1 IALA Standards for Training and Certification of VTS Personal;“;

თ) წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „დ.დ“, „დ.ე“ და „დ.ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნას;

ი) წესის დანართი  №2  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელიზაზა მახარაძე