ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ

ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1067-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 02/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 480140000.09.001.016687
1067-VIმს-Xმპ
02/12/2021
ვებგვერდი, 03/12/2021
480140000.09.001.016687
ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-11 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვარი შეიცვალოს „ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქ თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილებასთან დაკავშირებით წინადადების საქართველოს პარლამენტში წარდგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 ოქტომბრის №1865 განკარგულებით მოწონებული ურთიერთმოსაზღვრე მუნიციპალიტეტების − თვითმმართველი ქალაქ თბილისისა და გარდაბნის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადებით გათვალისწინებული შეცვლილი ადმინისტრაციული საზღვრის პროექტის მიხედვით.

2. თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის შეცვლილი ადმინისტრაციული საზღვარი დამტკიცდეს ამ დადგენილების №1 დანართის (თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლილი მონაკვეთის (გარდაბნის მუნიციპალიტეტის მომიჯნავე ნაწილის) აღწერა) და №2 დანართის (თვითმმართველი ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შედეგად მიღებული ტერიტორია) შესაბამისად.

3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის შეცვლილი ადმინისტრაციული საზღვარი დამტკიცდეს ამ დადგენილების პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეკახაბერ კუჭავა

 

თბილისი,

2 დეკემბერი 2021 წ.

N1067-VIმს-Xმპ