დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტის – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 564 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 01/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.023120 |
|
„ტექნიკური რეგლამენტის – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ივლისის №383 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/07/2018, 300160070.10.003.020699) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის: 1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების (ასევე სახეობებისა და ჩამონათვალის) დადგენა, რომელთა დაცვაც უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებას ან/და შემცირებას;“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ზღვრულად დასაშვები ნორმები – ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ გარემოზე მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით დადგენილი დონე, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს დროის მოცემულ პერიოდში და შემდგომში არ უნდა აჭარბებდეს უკვე მიღწეულ დონეს;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ტოლერანტობის ზღვარი – ზღვრულად დასაშვები ნორმის პროცენტი, რომლითაც აღნიშნული ნორმა შესაძლებელია, გადაჭარბებულ იქნეს ამ ტექნიკურ რეგლამენტში მოცემული პირობების თანახმად;“; გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ძირითადი მავნე ნივთიერებები − გოგირდის დიოქსიდი, აზოტის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდები, მყარი ნაწილაკები, ტყვია, ბენზოლი, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, დარიშხანი, კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ბენზაპირენი, მანგანუმის დიოქსიდი;“; დ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი: „ტ) შეტყობინების ზღვარი – დონე, რომლის ზემოთ არის მოსახლეობის განსაკუთრებით მგრძნობიარე ნაწილის ჯანმრთელობაზე მყისიერი ზემოქმედების საფრთხე, რომელსაც დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია;“. 3. მე-4 მუხლის: ა) სათაური და პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმა და ტოლერანტობის ზღვარი 1. ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმა, რომელიც განსაზღვრავს დროის გასაშუალოებულ პერიოდში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერების კონცენტრაციის მაქსიმალურ მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დასაცავად, განსაზღვრულია დანართ №1-ით. 2. ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების ტოლერანტობის ზღვარი არის ზღვრულად დასაშვები ნორმის პროცენტი, რომლითაც დანართ №1-ში მოცემული ნორმა შესაძლებელია, გადაჭარბებულ იქნეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ზღვრულად დასაშვები ნორმის დაცვა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დანართ №1-ით განსაზღვრული ზღვრულად დასაშვები ნორმები უნდა გადამოწმდეს არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ.“. 4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერების დონის შეფასების ზღვრები საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის განსაზღვრა ხორციელდება ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების დონეების შეფასების ზღვრების საფუძველზე, რომელიც დადგენილია დანართ №2-ით.“. 5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ზოგიერთი მავნე ნივთიერებისთვის, რომელთა დონე ატმოსფერულ ჰაერში აჭარბებს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ ნორმას, მაგრამ შესაბამისი ზომების მიღების შედეგად შესაძლებელია ამ ნორმაზე უკეთესი ხარისხის მიღწევა დროის მოცემულ პერიოდში, დგინდება მიზნობრივი მნიშვნელობა.“. 6. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მიწისპირა ოზონის ზემოქმედებისგან მცენარეული საფარის დაცვის მიზნით დანართ №6-ით დგინდება ატმოსფერულ ჰაერში მიწისპირა ოზონის დონის ზღვრულად დასაშვები ნორმა და, საჭიროების შემთხვევაში, გრძელვადიანი მიზანი.“. 7. მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ ინფორმაცია, ასევე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს მონაცემებს ზღვრულად დასაშვები ნორმების, მიზნობრივი მნიშვნელობების, გრძელვადიანი მიზნების, განგაშის ზღვრებისა და შეტყობინების ზღვრების გადაჭარბების შესახებ, შესაბამისი გასაშუალოების პერიოდებისთვის. აღნიშნული მონაცემები, წლიური ანგარიშის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს შეჯამებული სახით.“. 8. დანართი № 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1
ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმები
.“. 1 ყოველი 12 თვის შემდეგ მცირდება თანაბარწილად 0%-მდე 2025 წლის 1 იანვრისთვის. 2 მაქსიმალური დღიური რვასაათიანი საშუალო კონცენტრაცია შეირჩევა მცოცავი რვასაათიანი საშუალო მონაცემების ანალიზით. რვასაათიანი საშუალო მონაცემი იანგარიშება საათური მონაცემების გასაშუალოების საფუძველზე და საათობრივად ახლდება. ასე გამოანგარიშებული თითოეული რვასაათიანი საშუალო მონაცემი მიეკუთვნება იმ დღეს, რომელშიც ხვდება გასაშუალოების პერიოდის ბოლო საათი. მაგალითად, პირველი გამოსათვლელი გასაშუალოების პერიოდი ნებისმიერი დღისთვის იქნება წინა დღის 17.00 სთ-დან ამ დღის 01.00 სთ-ის ჩათვლით, ხოლო დასკვნითი გამოსათვლელი გასაშუალოების პერიოდი ნებისმიერი დღისთვის იქნება ამ დღის 16.00 სთ-დან ამავე დღის 24.00 სთ-ის ჩათვლით. 3 თუ სამი წლის საშუალო მაჩვენებელი ვერ განისაზღვრება მთლიანი და თანმიმდევრული წლიური მონაცემების საფუძველზე, მინიმალური მონაცემები ზღვრულად დასაშვებ ნორმასთან შესაბამისობის დადგენის შემოწმების მიზნით იქნება ერთი წლის სანდო მონაცემები. 9. დანართი № 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №2
ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერების დონის შეფასების ქვედა და ზედა ზღვრები
.“.
10. დანართი № 6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №6
მცენარეული საფარისა და სხვა ეკოსისტემების დაცვის მიზნით ატმოსფერულ ჰაერში დადგენილი მიწისპირა ოზონის დონის ზღვრულად დასაშვები ნორმა და გრძელვადიანი მიზანი
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები