დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1070-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 02/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/12/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.020422 |
|
„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 190020010.05.001.020220) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. I–IV თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი I საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები
მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი II საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები
მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 12,549,040.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები 11,362,600.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები 386,440.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 800,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი III საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 14,232,059.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2,175,678.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2,525,678.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 350,000.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
თავი IV
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება
მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-3,858,698.4) ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 11. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება (-1,590,178.4) ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 316,830.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 1,907,008.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 2,268,520.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 4,990,080.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ვალდებულებების ზრდა − (-300.0) მლნ ლარის ოდენობით; ბ) ევრობონდის რეფინანსირებით ვალდებულებების ზრდა − 1 713.2 მლნ ლარის ოდენობით; გ) საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის (IV) ფარგლებში საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 533 000.0 ათასი ლარის ოდენობით; დ) თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის − პროექტის ქვეპროგრამა 1-ის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 168 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ე) წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 285 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ვ) ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 682 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ზ) COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 57 000.0 ათასი ლარის ოდენობით; თ) ელექტროენერგიის გადაცემის სექტორის რეფორმის პროგრამის (სსე-ს კორპორატიზაცია) ფარგლებში აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები − 310 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ი) COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის − პროგრამის ფარგლებში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკიდან (AIIB) მისაღები სახსრები − 85 000.0 ათასი ლარის ოდენობით; კ) COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის − პროგრამის ფარგლებში მსოფლიო ბანკიდან (WB) მისაღები სახსრები − 80 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ლ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები − 1 376 930.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 2,721,560.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2021 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 31,318.6 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალისა – 25,513.3 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 5,805.3 მლნ ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
შენიშვნა: 1. გამოთვლისას გამოყენებულია 2021 წლის 26 ნოემბრის გაცვლითი კურსი: 1 EUR = 3.4927 GEL; 1 SDR = 4.3391 GEL; 10 CNY = 4.874 GEL; 100 JPY = 2.6984 GEL; 1 KWD = 10.2736 GEL; 1 USD = 3.1129 GEL. 2. ვალის მოცულობა არ მოიცავს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ვინაიდან ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების მოცულობა დაუზუსტებელია.
მუხლი 14. „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ზღვრული პარამეტრების პროგნოზი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის გათვალისწინებით, იმავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრული პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) 2021 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ზღვრის მიღმა − 3 928.0 მლნ ლარით, რაც პროგნოზირებული მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 6.7%-ს შეადგენს (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 3%); ბ) 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 51.1%-ით, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების შეფასება (2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) − მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 0.6%-ით − ჯამი: მშპ-ის 51.7% (დადგენილი ზღვარი – მშპ-ის 60%).“.
2. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ თავი VI საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები
მუხლი 16. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
“. 3. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. სახელმწიფო ვალი 1. საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 2 963 000.0 ათასი ლარი: ა) ძირითადი თანხის დაფარვისათვის – 2 675 000.0 ათასი ლარი, მათ შორის: ა.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 271 430.0 ათასი ლარი; ა.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 696 870.0 ათასი ლარი; ა.გ) საგარეო ფასიანი ქაღალდები − 1 706 700.0 ათასი ლარი; ბ) პროცენტის გადახდისათვის – 288 000.0 ათასი ლარი, მათ შორის: ბ.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 60 747.0 ათასი ლარი; ბ.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 146 953.0 ათასი ლარი; ბ.გ) სახელმწიფოს მიერ საგარეო ფასიანი ქაღალდების მომსახურებისათვის – 80 300.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიეცეს უფლება, ამ კანონით საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, კრედიტორი ქვეყნის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით განახორციელოს საქართველოს იურიდიული პირებისათვის აღნიშნული სახსრებიდან თანხების ანაზღაურება ან შესაბამისი პროგრამების დაფინანსება ამ იურიდიული პირების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისათვის და მომსახურების გაწევისათვის. 3. საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 2021 წელს დასაფარავი სუვერენული ევრობონდის რეფინანსირებისათვის 1 713 150.0 ათასი ლარის ფარგლებში ახალი ევრობონდის გამოშვება. 4. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასახდელი პროცენტის მოცულობა განისაზღვროს 28 000.0 ათასი ლარით, ხოლო დასაფარავი ძირითადი თანხის მოცულობა – 40 000.0 ათასი ლარით. 5. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 15 მარტს გამოშვებული 200 846.0 ათასი ლარის სახელმწიფო ობლიგაციების განახლება და 40 000.0 ათასი ლარის ფასიანი ქაღალდების გადაფორმება სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის. 6. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით საშინაო ვალდებულებების წმინდა ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვროს (-300 000.0) ათასი ლარით. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების დაფარვის აღრიცხვა განახორციელოს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი მუხლის შემცირებით. 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების ნაცვლად გამოიყენოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთი. ამასთანავე, სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრების წმინდა მოცულობა და მათი გამოშვების ნაცვლად ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს საშინაო ვალდებულებების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 2 დეკემბერი 2021 წ. N1070-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები