დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.127.016408 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის №27 დადგენილების (სსმ ვებგვერდი, 05/12/2017 წ; სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.127.016248) №1 დანართში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. შევიდეს ცვლილება მე-18-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. 3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე. 4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე. 5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“ 2. შევიდეს ცვლილება მე-19 მუხლის 1-ლ ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება 1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის, მოადგილეების, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.“ 3. შევიდეს ცვლილება 23-ე მუხლის მე-5 ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. საკრებულოს კომისიის შექმნა 5. ამოღებულია.“ 4. შევიდეს ცვლილება 35-ე მუხლის მე-2 ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია 2 . ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.“ 5. შევიდეს ცვლილება 41-ე მუხლის მე-4 ნაწილში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა 4. ამოღებულია.“ 6. შევიდეს ცვლილება მე-100 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 100. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის წესი 1. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს ირჩევენ საკრებულოს წევრები თავის შემადგენლობიდან საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. 2. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. 3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება რეგლამენტის 98-ე მუხლის მე-8-10 პუნქტებით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა“. 7. შევიდეს ცვლილება 101-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 101. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენების წესი 1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. 2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.“ 8. შევიდეს ცვლილება 102-ე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 102. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი 1. საკრებულო, საკრებულოს რეგლამენტის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად ქმნის საკრებულოს კომისიებს. 2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ საკრებულოს წევრები შესაბამისი კომისიის შემადგენლობიდან. 3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს წევრთა 1/5 და საკრებულოს ფრაქციას. 4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესის ანალოგიურად“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 3 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები