დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 2 სექტემბრის №220 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოში უნაღდო ანგარიშწორების წესებში” ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 257 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 115, 29/10/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.10.008.005.026 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.026
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №257
2001 წლის 26 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 2 სექტემბრის №220 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესებში“ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 2 სექტემბრის №220 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების“ მე-7 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სააღსრულებო ფურცელში მითითებულ უნდა იქნეს კრედიტორისა და მოვალის დასახელება“.
2. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბანკში წარდგენილ სააღსრულებო საბუთებში დაცული უნდა იყოს „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
3. მე-10 პუნქტში სიტყვა „ანგარიშსწორების“ შეიცვალოს სიტყვით „საბანკო“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები