„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34600
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 04/11/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016654
34600
04/11/2021
ვებგვერდი, 01/12/2021
000000000.00.00.016654
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №34600

2021 წლის 4 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაში შეტანილ იქნას ცვლილება და მეთოდური მითითების:

ა) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პირის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ, მატერიალური ფორმით ამობეჭდილი სახით, გაიცემა გაცემის მომენტში გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში პროგრამულად დაგენერირებული შედარების აქტი, რომელიც გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში, იქნება ხელმოწერილი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ.“;

ბ) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. ცალკეულ შემთხვევებში (საწარმოს (ორგანიზაციის) ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია, ფიზიკური პირის გარდაცვალება, საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია/ რეაბილიტაცია), შესაძლებელია, განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვა/არასახვის საკითხის შესწავლა, რომელიც წარმოდგენილია გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, მაგრამ არ არის ასახული პირადი აღრიცხვის ბარათზე;

ბ) ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების პირადი აღრიცხვის ბარათებზე ასახვა/არასახვის საკითხის შესწავლა, რომლის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში, მაგრამ არ არის ასახული პირადი აღრიცხვის ბარათზე;

გ) პირადი აღრიცხვის ბარათებზე დარიცხული/შემცირებული მიმდინარე გადასახდელებისა და წლიური დეკლარაცი(ებ)ის საფუძველზე დარიცხული/შემცირებული თანხების გადაანგარიშების, ასევე პირადი აღრიცხვის ბარათებზე ჩანაწერების განმეორებით არსებობის შემთხვევაში - მათი სისწორის შესწავლა.

9. ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისა, ხორციელდება ასევე შემდეგი ღონისძიებები:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც გარდაცვლილი პირი იყო გარდაცვალების თარიღისათვის დღგ-ის გადამხდელი, ნაშთის გადატანის მიზნებისათვის, მემკვიდრე ვალდებულია, წარმოადგინოს ინფორმაცია სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე, რომელზედაც გარდაცვლილს მიღებული ჰქონდა დღგ-ის ჩათვლა, ხოლო თუ მემკვიდრე არ წარმოადგენს ამ ინფორმაციას, გარდაცვლილის პირადი აღრიცხვის ბარათზე სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიღებული ჩათვლა ექვემდებარება განაშთვას;

ბ) მემკვიდრე, რომელიც აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებულია წარმოადგინოს გარდაცვლილი პირის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაცია/დეკლარაციები და გაანგარიშება/გაანგარიშებები. ამასთან, მემკვიდრე უფლებამოსილია, დეკლარაცი(ებ)ის/გაანგარიშებ(ებ)ის წარმოდგენა განახორციელოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების პერიოდშიც (მათ შორის, წინა საანგარიშო პერიოდის საგადასახადო დეკლარაცი(ებ)ის/გაანგარიშებ(ებ)ის წარმოდგენა). მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხდება გარდაცვლილი პირის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ნაშთების ასახვა.“;

გ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საანგარიშო წლის დამთავრების შემდეგ ყველა ბარათზე ავტომატურად გამოიყვანება შედეგები წლის ბოლოსათვის, რომლებიც გადადის მომდევნო საგადასახადო წლის დასაწყისისათვის გახსნილ ახალ ბარათ(ებ)ზე, რაც ავტომატურად აისახება შედარების აქტში – წლის დასაწყისისთვის არსებულ მონაცემებში.“;

დ) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. ბარათზე ასახული მონაცემების სისწორის შესწავლის წესი

1. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სწორად წარმოების კონტროლის მიზნით, გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისა და ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მიზნით მიმართვის შემთხვევაში (გარდა ავტომატური დაბრუნების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს დასაბეგრი პირისათვის დღგ-ის თანხის დაბრუნების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან/და დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრისთვის თანხის დაბრუნების და საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში თანხის დაბრუნების შემთხვევებისა), საგადასახადო ორგანო ახორციელებს ბარათზე ასახული მონაცემების სისწორის შესწავლას.

2. გადასახადის გადამხდელის ბარათზე ასახული მონაცემების სისწორის შესწავლით უნდა დადგინდეს ბარათზე დარიცხული, შემცირებული და ბიუჯეტში ჩარიცხული გადასახადის თანხების შესახებ წარმოებული ჩანაწერების სისრულე და სისწორე.

3. ბარათზე ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, შემოსავლების სამსახურის ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემებში უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში, ხდება შესაბამის პირველად დოკუმენტებში ასახული მონაცემების ბარათზე ასახვის სისწორის დადგენა საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით. ამ მიზნით პირველადი დოკუმენტები მოიცავს: საგადახდო დავალებას, საგადასახადო/საბაჟო დეკლარაციას, დაზუსტებულ საგადასახადო დეკლარაციას, დასკვნას ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი საგადახდო დავალება სახელმწიფო ხაზინაში გაიგზავნა ელექტრონულად, გადაწყვეტილებებს სავარაუდო დარიცხვის, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ან შემცირებული თანხების, საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტით დარიცხული ან შემცირებული თანხების, საგადასახადო დავალიანების დაფარვის ვადის გაგრძელების შესახებ, კანონიერ ძალაში შესულ სასამართლოს დადგენილებას ან განჩინებას, სახელმწიფო ხაზინის მიერ მიწოდებულ ელექტრონულ შეტყობინებას ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებების მიუხედავად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ყოველი საანგარიშო წლის დამთავრების შემდეგ განახორციელოს ბარათებზე ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რაც გულისხმობს გამოვლენილი უზუსტო ჩანაწერების პროგრამულ იდენტიფიცირებას, გადამოწმებას და საჭიროების შემთხვევაში, მათ კორექტირებას.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის, საგადასახადო ორგანომ შესაძლებელია განახორციელოს ბარათზე დარიცხული, შემცირებული, ბიუჯეტში ჩარიცხული და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული გადასახადის თანხების შესახებ წარმოებული ჩანაწერების სისწორის შესწავლა.“;

ე) მე-19 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე არ აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას საგადასახადო ორგანო მემკვიდრის და მამკვიდრებლის პირადი აღრიცხვის ბარათებზე ახორციელებს შემდეგ ოპერაციებს:

ა) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება საგადასახადო დავალიანება, ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებით, გარდაცვლილის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანება ნულდება უკუოპერაციებით და იგივე დავალიანება გადაიტანება მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათებზე სამკვიდროს მიღების თარიღით, გარდაცვალების თარიღიდან სამკვიდროს მიღების თარიღამდე საურავის დარიცხვის გარეშე, ხოლო რამდენიმე მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში, ნაშთები აისახება მემკვიდრეების პირადი აღრიცხვის ბარათებზე სამკვიდრო ქონებაში მათი წილის შესაბამისად;

ბ) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებით და მემკვიდრე არ ითხოვს ზედმეტობის დაბრუნებას ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას, გარდაცვლილის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხა ნულდება უკუოპერაციით;

გ) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შედეგების და შედეგებში დაფიქსირებული ხარვეზების გათვალისწინებით და მემკვიდრე ითხოვს მისთვის დაბრუნებას ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გარდაცვლილის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხა გაანულოს უკუოპერაცით და მემკვიდრეობის მიღების თარიღით გადაიტანოს იმავე სახით მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე. ამასთან, მემკვიდრის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა შესაძლებელია შეჩერებულ იქნეს ბარათების შედეგებში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებამდე.

9. იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე აგრძელებს გარდაცვლილი პირის ეკონომიკურ საქმიანობას საგადასახადო ორგანო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, მემკვიდრის და მამკვიდრებლის პირადი აღრიცხვის ბარათებზე ახორციელებს შემდეგ ოპერაციებს:

ა) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება საგადასახადო დავალიანება ან/და დავალიანება წარმოიშობა გარდაცვალებამდე ან გარდაცვალების მერე წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით და მიმდინარე გადასახდელებით ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებით, რომელთა დარიცხვის სავადო თარიღი გარდაცვალების შემდგომაა, გარდაცვლილის ბარათზე არსებული საგადასახადო დავალიანება ნულდება უკუოპერაციებით და იგივე დავალიანება გადაიტანება მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათებზე გარდაცვალების თარიღით, ხოლო გარდაცვალების თარიღის შემდეგ არსებული გარდაცვალებამდე ან გარდაცვალების მერე წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციებით და მიმდინარე გადასახდელებით ასახული მონაცემები გადაიტანება მამკვიდრებლის ბარათზე არსებული სავადო თარიღების მიხედვით, მათ შორის, გადაიტანება გარდაცვლილის სახელით გარდაცვალების შემდეგ განხორციელებული საბიუჯეტო გადარიცხვები;

ბ) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებით და მემკვიდრე არ ითხოვს მისთვის დაბრუნებას ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას, გარდაცვლილის ბარათზე არსებული სალდირებული ზედმეტად გადახდილი თანხა ნულდება უკუოპერაციებით, მათ შორის, გარდაცვალების თარიღის შემდგომი სავადოთი ასახული ოპერაციები, გარდაცვლილის სახელით გარდაცვალების შემდეგ განხორციელებული საბიუჯეტო გადარიცხვების ჩათვლით;

გ) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინებით და შედეგებში დაფიქსირებული ხარვეზების გათვალისწინებით და მემკვიდრე ითხოვს მისთვის დაბრუნებას ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გარდაცვლილის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხა გაანულოს უკუოპერაციებით და იმავე თარიღით გადაიტანოს იმავე სახით მემკვიდრის პირადი აღრიცხვის ბარათზე, მათ შორის, გარდაცვალების თარიღის შემდგომი სავადოთი ასახული ოპერაციები, გარდაცვლილის სახელით გარდაცვალების შემდეგ განხორციელებული საბიუჯეტო გადარიცხვების ჩათვლით. ამასთან, მემკვიდრის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გადატანა შესაძლებელია შეჩერებულ იქნეს ბარათების შედეგებში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებამდე;

დ) თუ მამკვიდრებელს გარდაცვალების თარიღისათვის არ ერიცხება საგადასახადო დავალიანება ან/და დავალიანება არ წარმოიშობა გარდაცვალების შემდეგ, გარდაცვალებამდე წარმოდგენილი საგადასახადო/საბაჟო დეკლარაციებით და მიმდინარე გადასახდელებით, რომელთა დარიცხვის სავადო თარიღი გარდაცვალების შემდგომაა, მაგრამ დავალიანება წარმოშობილი იქნება შემდგომ გამოვლენილი შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულებით, საგადასახადო ორგანო განახორციელებს ამავე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს.“;

ვ) მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საწარმოს (ორგანიზაციის) რეორგანიზაციის შემთხვევაში, ამ მეთოდური მითითების მე-15 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) ბიუჯეტში გადასახდელების ანგარიშგების სალდო გადაიტანება ახლადშექმნილი უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე რეორგანიზაციის თარიღით (რეორგანიზაციის თარიღის ათვლა მოხდება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თარიღიდან). რეორგანიზებული საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე ზედმეტობის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ზედმეტობა უფლებამონაცვლე საწარმოს (ორგანიზაციის) ბარათზე მოქმედებს სალდოს გადატანის თარიღიდან. რეორგანიზებული პირის რამდენიმე უფლებამონაცვლის არსებობის შემთხვევაში „სალდო“, დავალიანების ან ზედმეტობის სახით, განაწილდება ამ უფლებამონაცვლეებს შორის მათი წილის შესაბამისად. თითოეული მათგანის წილი განისაზღვრება გამყოფი ბალანსით ან სხვა გადამცემი აქტით.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი      ლევან კაკავა.