„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 78
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 30/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 23/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.016934
78
30/11/2021
ვებგვერდი, 01/12/2021
280120000.22.026.016934
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №78

2021 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016445) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სარდლობის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განსაზღვრულ სტანდარტებთან თავსებადობის შემთხვევაში მათი დამტკიცება. სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამების განხილვისა და აღიარების პროცესში მონაწილეობის მიღება, სასწავლო პროცესის მონიტორინგი, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზი და მიღებული გამოცდილების გაზიარება;“;

) ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ქვეპუნქტი:

„ს1) უფროს ოფიცერთა საკარიერო სამხედრო განათლების პროგრამით მომზადება (ოპერატიული დონე);“;

) ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ქვეპუნქტი:

 „ქ1) უცხო ენათა შემსწავლელი პროგრამების განხორციელება;“.

2. მე-4 მუხლის:

) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის და ქვეპუნქტები:

„მ) სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი;

ნ) ენობრივი მომზადების სკოლა.“;

) მე-2 პუნქტის:

.) „გ“ ქვეპუნქტის .. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ.გ) ახორციელებს სასწავლო პროცესის  მონიტორინგს, ამ მუხლის პირველი პუნქტის  „დ“ – „კ“, „მ“ და „ნ“  ქვეპუნქტებში მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში, უზრუნველყოფს ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას;”;

.) „ვ“ ქვეპუნქტის . ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ.ა) ახორციელებს ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, მათ შორის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრის მიმართ;“;

.) ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის და ქვეპუნქტები:

) სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი

მ.ა) ახორციელებს უფროს ოფიცერთა საკარიერო სამხედრო განათლების პროგრამით მომზადებას (ოპერატიული დონე);

მ.ბ) ახორციელებს სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას;

მ.გ) მონაწილეობს დოქტრინალური  სახელმძღვანელოების შემუშავებაში;

მ.დ) უზრუნველყოფს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;

მ.ე) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების ორგანიზებას და ჩატარებას, მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევას და შენარჩუნებას;

)  ენობრივი მომზადების სკოლა:

ნ.ა) ახორციელებს უცხო ენათა შემსწავლელ პროგრამებს;

ნ.ბ) ახორციელებს სასწავლო პროგრამების შემუშავებას, ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას;

ნ.გ) მონაწილეობს დოქტრინალური  სახელმძღვანელოების შემუშავებაში;

ნ.დ) უზრუნველყოფს საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარებას და წვრთნების თანამედროვე მეთოდების დანერგვას.“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1და 2ქვეპუნქტები:

„გ1) უზრუნველყოფს სარდლობის საბრძოლო მომზადების დაგეგმვას და აღსრულებას,  წვრთნებისა და სწავლებების ჩატარებას, ახორციელებს მაღალი საბრძოლო მზადყოფნის მიღწევისათვის საჭირო ღონისძიებებს;

2) ამტკიცებს სარდლობის მიერ განსახორციელებელ სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე