დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/12/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.016935 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016468) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. აკადემიის მისია აკადემიის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და სამინისტროსათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსის მომზადება, რომელთაც აქვთ სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლება.“. 2. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) აკადემიის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;“; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ახორციელებს სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესაბამის აკადემიურ, უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს;“; გ) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას;“. 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით, ამტკიცებს აკადემიის წესდებას;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სასწავლო წლის დაწყებამდე ამტკიცებს ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში მისაღებ იუნკერთა/მსმენელთა რაოდენობას;“. 4. მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 5. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.“. 6. 72 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 72. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი 1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი წარმოადგენს აკადემიის საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის შტაბი; ბ) იუნკერთა I კურსი; გ) იუნკერთა II კურსი; დ) იუნკერთა III კურსი; ე) იუნკერთა IV კურსი. 2. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის სტრუქტურული ერთეულების ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება იუნკერთა სასწავლო ბატალიონის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური. 3. იუნკერთა სასწავლო ბატალიონი უზრუნველყოფს: ა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა მართვას; ბ) იუნკერთა სამხედრო მომზადების, წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვას, ჩატარებასა და მონიტორინგს; გ) იუნკერთა სასწავლო პროცესის მიმდინარეობის კონტროლს; დ) იუნკერთათვის სამხედრო საქმის სწავლა-სწავლების ხარისხის ინტენსიურ ზრდას; ე) იუნკერთა პიროვნული და ზნეობრივი დონის ამაღლებას; ვ) სამხედრო სწავლების განხორციელებას; ზ) იუნკერთა სასწავლო ბატალიონის პირადი შემადგენლობისა და იუნკერთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს; თ) აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვასა და ორგანიზებას. 4. იუნკერთა სასწავლო ბატალიონს და მის კურსებს აქვს დროშები და ემბლემები, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი. 5. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის წინაშე.“. 7. 73 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მაგისტრატურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. 74 მუხლი ამოღებულ იქნეს. 9. 75 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 10. 75 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლას და მის კურსებს აქვს დროშები და ემბლემები, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრი.“. 11. 76 და 77 მუხლები ამოღებულ იქნეს. 12. 78 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 13. 79 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 14. 710 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დისტანციური სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დისტანციურად განხორციელების დაგეგმვას, ორგანიზებას, სასწავლო პროცესის მხარდაჭერასა და კონტროლს.“. 15. 711 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 16. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 17. მე-9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 18. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბაკალავრიატიდან, მაგისტრატურიდან, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, იუნკერთა სასწავლო ბატალიონიდან, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლიდან, სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრიდან, სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურიდან და დისტანციური სწავლების ცენტრიდან არჩეული/შერჩეული ერთი წარმომადგენელი. ბაკალავრიატიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ბაკალავრიატის საბჭოს წევრი, ხოლო მაგისტრატურიდან – მაგისტრატურის საბჭოს წევრი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“. 19. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) განიხილავს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმებს და წარუდგენს რექტორს; ბ) ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის/დისტანციური სწავლების ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის, მასწავლებელთა, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეულ სპეციალისტთა სამსახურში მიღების წესებს;“; გ) „ტ“ და „უ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) ბაკალავრიატის წარდგინებით ამტკიცებს იუნკერთა საბაკალავრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას, ასევე მაგისტრატურის წარდგინებით სამაგისტრო ნაშრომის მომზადების, წარდგენის და დაცვის ინსტრუქციას; უ) ამტკიცებს იუნკერთა/მსმენელთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, პროექტებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;“.
20. მე-13 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. რექტორი შესაბამისი ბრძანებით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს ადმინისტრაციულ, აკადემიურ და დამხმარე პერსონალს, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებისა. 7. რექტორი ახორციელებს აკადემიის მოსამსახურეების (სამხედრო მოსამსახურე, პერსონალი, იუნკერი, მსმენელი) ქვეყნის შიგნით მივლინებას და მოსამსახურეების (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებას. რექტორი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში წარგზავნის მიზნით, სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარუდგენს მინისტრს.“. 21. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტს მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს რექტორი.“. 22. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. რექტორის პირველ მოადგილედ და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსად შეიძლება დანიშნულ იქნენ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები, ხოლო მოადგილედ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.“. 23. 181 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ და „ბ“ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წარმართვა, მისი მხარდაჭერა და სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია; ბ) საქართველოს სამეცნიერო წრეებთან ურთიერთობა, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების და სიმპოზიუმების ორგანიზება, იუნკერთა/მსმენელთა და აკადემიის პირადი შემადგენლობის ჩართულობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო საგრანტო პროექტების მოძიება და მასში იუნკერთა/მსმენელთა, ასევე აკადემიის პირადი შემადგენლობის ჩართვა/კოორდინაცია;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სამეცნიერო კვლევების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში და იუნკერთა/მსმენელთა, ასევე აკადემიის პირადი შემადგენლობის კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით.“. 24. თავი III-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III. ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/იუნკერთა სასწავლო ბატალიონის/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის/დისტანციური სწავლების ცენტრის მართვის ორგანოები და მათი უფლებამოსილება“. 25. მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ბაკალავრიატის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. მაგისტრატურის ხელმძღვანელი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე, აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“. 26. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი 1. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური/უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის/სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის/სპორტისა და ფიზიკური მომზადების სამსახურის/დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი: ა) უზრუნველყოფს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე; ე) შეიმუშავებს და რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსს წარუდგენს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.“. 27. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. აკადემიური პერსონალის საათობრივი დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.“. 28. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესით განსაზღვრულ დამატებით პირობებს, არანაკლებ 5 წლის ვადით.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესაბამისად, აკადემიაში შესაძლებელია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავება. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შესაძლებელია დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.“. 29. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. აკადემიური წოდებები აკადემიური საბჭო დადგენილი წესის შესაბამისად, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისათვის ანიჭებს საპატიო დოქტორის წოდებას.“. 30. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. აკადემიაში სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადაადგილება და თანამდებობიდან გათავისუფლება 1. აკადემიის სამხედრო მოსამსახურეს, აკადემიის რექტორის წარდგინებით, სამხედრო თანამდებობაზე ნიშნავს, სხვა სამხედრო თანამდებობაზე გადააადგილებს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, ხოლო უმაღლესი ოფიცრები ინიშნებიან კანონმდებლობის შესაბამისად. 2. აკადემიის სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით ვრცელდება კანონმდებლობით მათზე დაკისრებული სხვა უფლებები და მოვალეობები.“. 31. 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, რექტორის პირველი მოადგილე, რექტორის მოადგილე, რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსი, ბაკალავრიატის ხელმძღვანელი, მაგისტრატურის ხელმძღვანელი, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაური, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსი და აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.“. 32. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკადემიის იუნკერთან გაფორმებული კონტრაქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება შეიზღუდოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სტუდენტისათვის დადგენილი უფლებები, მათ შორის, უფლება აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტური თვითმმართველობის, ბაკალავრიატის/მაგისტრატურის და აკადემიის მართვის წარმომადგენლობით ორგანოებში, ასევე, უფლება, თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად, ან ისარგებლოს თვითმმართველობასთან დაკავშირებული სხვა უფლებით.“. 33. 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იუნკერის სტატუსის მოპოვება რეგულირდება აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესით.“. 34. 35-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით, აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი წესების შესაბამისად;“. 35. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. იუნკერის სტატუსის შეჩერება, შეწყვეტა და მობილობა იუნკერის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა, მობილობა და შიდა მობილობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და სამინისტროსა და იუნკერს შორის გაფორმებული კონტრაქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები