დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“ |
| მიღების თარიღი | 29/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
|
სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ
|
2021 წლის 22 დეკემბერს, დღის 15 საათზე, ქ. ბათუმში, კომახიძის ქ. №119-ში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, კომახიძის ქ. №119, IV სართული, სააქტო დარბაზი) გაიმართება სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა რიგითი საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2020 წლის აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგების განხილვისა და დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე); 2. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2022 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემების (ბიზნესგეგმის) დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე); 3. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2021 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის დანიშვნის შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე); 4. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევის შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე); 5. აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების გაწმენდის პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სს „აჭარის წყლის ალიანსის“ წყალმომარაგების საწარმოების კონცეფციის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთივე (ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს) მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე სს „აჭარის წყლის ალიანსის“ მიერ ახალი წყალმომარაგებისა და წყალარინების საწარმოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს-ს) სახის სამართლებრივი ფორმით დაფუძნების შესახებ (მომხსენებელი – საზოგადოების დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე). სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა რიგითი საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2021 წლის 15 დეკემბერი; აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს დღის 14 საათიდან. კრებაში მონაწილეობის უფლებისა და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის დადგენის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 74ა; ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 11 (საკონტაქტო პირი – ლუიზა ჩიკაშუა, ტელეფონის ნომერი: 599 15-88-06).
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა რიგითი საერთო კრების დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორს გააჩნიათ შემდეგი სახის რეკომენდაციები (გადაწყვეტილების პროექტები):
სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორატი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები