„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 25/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016489
52
25/11/2021
ვებგვერდი, 30/11/2021
300300000.16.009.016489
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №52

2021 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
 „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016397) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) მიწოდების ცვალებადი ფასი  მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ფასი, რომელიც იცვლება მხარეთა მიერ შეთანხმებული გარემოებების შესაბამისად;“.

2. მე-4 მუხლს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისთვის ისეთი მოთხოვნის წაყენება, რომელიც არ გამომდინარეობს კანონმდებლობიდან ან/და მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან, მათ შორის, შესაბამისი წერილობითი თანხმობის გარეშე, ერთი მომხმარებლის დავალიანების გადაკისრება სხვა მომხმარებელზე.“.

3. მე-7 მუხლს მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„71. თავისუფალ მიმწოდებელსა და მსხვილ მომხმარებელს შორის დადებული მიწოდების ხელშეკრულება, შესაძლებელია, ითვალისწინებდეს მიწოდების ცვალებად ფასს.“.

4. მე-8 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მიწოდების ხელშეკრულებასთან მომხმარებელი მიერთებულად ითვლება ხელშეკრულების სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი ეგზემპლარის მიმწოდებლისთვის წარდგენისთანავე. ხელმოწერილ მიწოდების ხელშეკრულებასთან ერთად, მომხმარებელმა მიმწოდებელს უნდა წარუდგინოს:

ა) იმ უძრავი ქონების საკუთრების/დროებით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მესაკუთრის თანხმობა, სადაც ითხოვს მიწოდებას, ან, საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შემთხვევაში – დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს;

ბ) ამ წესების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდაზე პასუხისმგებელი პირის არსებობის შემთხვევაში – მისი თანხმობა.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია, უარი თქვას მიწოდების ხელშეკრულების დადებაზე.“.

5. მე-18 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მომსახურების საფასურის გადახდის ვადა არ უნდა იყოს ქვითრის მომზადებიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ გადაიხდის მომსახურების საფასურს ქვითარში მითითებული ვადის დაცვით,  მიმწოდებელი ვალდებულია, გადახდის ბოლო ვადის მომდევნო დღეს გააფრთხილოს მომხმარებელი მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით და განუსაზღვროს მას მომსახურების საფასურის გადახდის დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა იყოს გადახდის ბოლო ვადიდან 2 კალენდარულ დღეზე ნაკლები."​ 

დ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მომხმარებლისთვის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის წარდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მიწოდების შეწყვეტის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის საფუძველზე მითითებას, აგრეთვე, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის დაუშვებლობის შესახებ დათქმას:

ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათსა და კვირას – თვითმმართველი ქალაქებში არსებული მომხმარებლის შემთხვევაში;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უქმე დღეებში, დასვენების დღეებში – შაბათსა და კვირას, აგრეთვე, უქმე დღისა და შაბათ-კვირის წინა დღეს – სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული მომხმარებლის შემთხვევაში;

გ) კალენდარული თვის 16 რიცხვამდე – იმ მომხმარებლისთვის, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს პენსიონერს;

დ) კალენდარული თვის 22 რიცხვამდე  ამ წესების 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლებისთვის;

ე) 18:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში.“.

7. 25-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლები, აგრეთვე მომხმარებელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს პენსიონერს, პასუხისმგებელი არიან მიმწოდებლისთვის ინფორმაციის წარდგენასა და, შესაბამის შემთხვევებში, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული დოკუმენტის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით მიწოდებაზე.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაუშვებელია იმ მომხმარებლისთვის, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს პენსიონერს, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლებისთვის ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით დეპოზიტის წარდგენის ვალდებულების დაკისრება.“.

8. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2021 წლის 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში, აგრეთვე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში – 2021 წლის 25 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში, ხოლო ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ – 2022 წლის 1 მარტიდან 1 აპრილამდე პერიოდში, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ მრიცხველის წაკითხვა და შესაბამისი დარიცხვის განხორციელება დასაშვებია ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის (პერიოდულობის) დაუცველად.“.

მუხლი 2
ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 5 დღის ვადაში მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით აცნობოს მომხმარებლებს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ახალი რედაქციის მოთხოვნის შესახებ.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე