“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 378
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 17/10/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 111, 18/10/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 09/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.106.005.015
  • Word
378
17/10/2001
სსმ, 111, 18/10/2001
040.030.000.11.106.005.015
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.106.005.015

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №378

2001 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

”საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 1 აგვისტოს №289 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ”საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის პირველი აგვისტოს 289 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. ცენტრის დირექტორის მოადგილეები

1. ცენტრის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც ცენტრის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, თუ მინისტრის ბრძანებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობას და კოორდინაციას უწევს ცენტრს დირექტორის არყოფნისას, მათ შორის, დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლებით.

4. დირექტორის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ცენტრის საქმიანობას დირექტორის მიერ განსაზღვრულ სფეროში, ახდენენ შესაბამისი დოკუმენტების ვიზირებას.

ბ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. ცენტრის თანამდებობის პირებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი ცენტრის დირექტორის წარდგინებით.”.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი