დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/06 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/11/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016006 |
05/06
29/11/2021
ვებგვერდი, 29/11/2021
040030000.22.088.016006
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017734) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების“ მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 – მე-7 პუნქტები:
„4. არაუგვიანეს ყოველი წლის 15 დეკემბრისა, მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები/მუზეუმთა ჯგუფები, სამინისტროს თანხმობით, განსაზღვრავენ მომდევნო საბიუჯეტო წლისთვის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრულ ოდენობას.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის სამინისტროში თანხმობის მისაღებად წარდგენამდე, მომდევნო საბიუჯეტო წლის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს დირექტორატი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული ოდენობის განსაზღვრისთვის, დირექტორატის წინაშე საკითხის ინიცირებას ახორციელებენ მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი შესაბამისი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების დირექტორები.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად, მუზეუმთა გაერთიანება ან მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები/მუზეუმთა ჯგუფები სამინისტროს მიმართავენ არაუგვიანეს ყოველი წლის 5 დეკემბრისა.
|
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 3 (სამი) დღის ვადაში, მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალმა მუზეუმებმა/მუზეუმთა ჯგუფებმა უზრუნველყონ, 2022 წელს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ზღვრული ოდენობის განსაზღვრისთვის ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული პროცედურების ინიცირება.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები