“საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული სახსრების განაწილების და გამოყენების წესის შესახებ”

  • Word
“საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული სახსრების განაწილების და გამოყენების წესის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 11/2001
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 12/10/2001
დოკუმენტის ტიპი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 110, 16/10/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.13.007.005.011
  • Word
11/2001
12/10/2001
სსმ, 110, 16/10/2001
010.340.000.13.007.005.011
“საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული სახსრების განაწილების და გამოყენების წესის შესახებ”
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.13.007.005.011

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება N 11/2001

2001 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

I.1. საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების ჩასატარებლად მისთვის გამოყოფილი სახსრების გამოყენებისას საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“, ამ საქმიანობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დადგენილების შესაბამისად.

2. საოლქო საარჩევნო კომისია განაგებს მის ანგარიშზე ჩარიცხულ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სახსრებს.

3. არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი სახსრების გამოყენებას კომისიაში ახორციელებს მისი თავმჯდომარე და ბუღალტერი. კომისიის ბუღალტერს ნიშნავს თავმჯდომარე  ბრძანებით. კომისიის თავმჯდომარე და ბუღალტერი პასუხისმგებელი არიან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

4. საოლქო საარჩევნო კომისია მის ანგარიშზე ჩარიცხული სახსრების ხარჯვას ახორციელებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

5. საოლქო საარჩევნო კომისიამ სამეურნეო ოპერაციები შეიძლება აწარმოოს როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით.

6. დაევალოს კომისიის ბუღალტერს, ყველა სახის საბუღალტრო ოპერაცია დოკუმენტურად გააფორმოს.

7. საოლქო საარჩევნო კომისიის დაფინანსება განხორციელდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიების დაფინანსება მოხდეს საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ საარჩევნო უბანში შესრულებულ სამუშაოთა მოცულობის გათვალისწინებით, ამ მიზნისათვის დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში.

8. საოლქო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრიდან არა უგვიანეს 30 დღისა შეწყვიტოს ყოველგვარი ანგარიშსწორება ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთან და ამის შემდეგ 10 დღის ვადაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ანგარიშზე ჩარიცხოს მათ ანგარიშებზე არსებული ნაშთი, ხოლო ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგინოს ანგარიში დადგენილი ფორმით შესაბამისი ბანკის ამონაწერითურთ ჩარიცხული და დახარჯული სახსრების შესახებ.

9. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ნაერთი საფინანსო ანგარიში წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

10. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საფინანსო ანგარიშის წარდგენის ფორმის სამართლებრივ საფუძვლად განისაზღვროს:

ა) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული დებულება „საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1997 წლის 27 მარტის კოლეგიის №8/10 საოქმო გადაწყვეტილებით დამტკიცებული „დროებითი მეთოდური მითითება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის გამოყენების შესახებ“;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 9 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული საბიუჯეტო დაწესებულებათა ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა;

დ) საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 აპრილის №220 ბრძანებულება „მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“.

II. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე

ჯუმბერ ლომინაძე

კომისიის მდივანი

მამუკა კოპალეიშვილი