დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 12, 02/02/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 00000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №7
2009 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წ., №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-8 მუხლში:
ა) პირველი პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ვ) გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი;“;
ბ) პირველი პუნქტის ,,ლ“ და ,,მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:
,,ნ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური.“.
2. მე-9 მუხლში:
ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) გარემოსდაცვითი სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების მომზადება, კოორდინაცია და კონტროლი;
ბ) გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი;
გ) საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვითი კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი პირების საქმიანობის კოორდინაცია;
დ) საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვით კონვენციებთან მიერთების პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა.
6. გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;
გ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშისა და ზღვრულად დასაშვებ (ან დროებით შეთანხმებული) მნიშვნელობათა განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო წყალსარგებლობის აღრიცხვა და ნორმირება;
ე) წყალდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და კოორდინაცია;
ვ) წყლის სახელმწიფო კადასტრის, წყალსამეურნეო ბალანსების, წყლის კომპლექსური გამოყე-ნებისა და დაცვის გენერალური სქემების შესადგენ სამუშაოთა ორგანიზება;
ზ) წყლის ობიექტებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმატივების განხილვისა და დამტკიცების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი რეალიზაციის უზრუნველყოფა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
ი) ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროებში საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულება;
კ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ლ) ჰიდრომეტეორილოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია;
მ) საქართველოში კლიმატის ცვლილებების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
ნ) გეოლოგიის დარგის სახელმწიფო რეგულირებისა და სახელმწიფო მართვის პოლიტიკის პრაქტიკული განხორციელება;
ო) მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებული ბრძანების პროექტის მომზადება;
პ) მიწის რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა;“;
ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ამოღებულ იქნეს:
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:
,,13. ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის კომპეტენციაა:
ა) ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ბიოლოგიური რესურსების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია;
გ) ბიოლოგიური რესურსების სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების კვოტებისა და მეთოდების განსაზღვრა.
3. რეორგანიზებულ იქნეს:
ა) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი და მის ბაზაზე შეიქმნას გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ბ) გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი და მის ბაზაზე შეიქმნას გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი და ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური;
გ) გეოლოგიის სამსახური სამმართველოს სახით შევიდეს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტში;
დ) მიწის მართვის სამსახური სამმართველოს სახით შევიდეს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტში.
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პირველი ვიცე-პრემიერის
მოვალეობის შემსრულებელი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები