„წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 548
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/11/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 23/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.023104
548
24/11/2021
ვებგვერდი, 26/11/2021
010220030.10.003.023104
„წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №548

2021 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/09/2018,  010220030.10.003.020773) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი − ოთარ დანელია −  საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი − გალინა ბიწაძე − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე − ნანა ზამთარაძე − საბჭოს წევრი;

დ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე − ირაკლი გელაშვილი − საბჭოს წევრი;

ე) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი − ირაკლი ნადარეიშვილი − საბჭოს წევრი;

ვ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი − შორენა იოსებიძე − საბჭოს წევრი;

ზ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსი − მერაბ ჩალათაშვილი − საბჭოს წევრი;

თ) სსიპ − წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფროსი − გოჩა ფირცხელიანი − საბჭოს წევრი;

ი) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი − ვახტანგ ცინცაძე − საბჭოს წევრი;

კ) სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი − მირიან  ბედიანიძე − საბჭოს წევრი;

ლ) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი − მირიან ჩაჩავა − საბჭოს წევრი;

 მ) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − მარიამ დევდარიანი − საბჭოს წევრი;

ნ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − ნინო თანდილაშვილი − საბჭოს წევრი;

ო) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი შეფასების სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი − ეკა ელგენდარაშვილი − საბჭოს წევრი;

პ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი − ნინო ჩიქოვანი − საბჭოს წევრი;

ჟ) სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი − მერაბ გაფრინდაშვილი − საბჭოს წევრი;

რ) სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი − ნელი კორკოტაძე − საბჭოს წევრი;

ს) სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი − დიმიტრი ღლონტი  −  საბჭოს წევრი;

ტ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − მირზა გელაშვილი − საბჭოს წევრი;

უ) სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორი − ბექა ფერაძე − საბჭოს წევრი;

ფ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − თამილა ბარკალაია − საბჭოს წევრი;

ქ) სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი − ნანა გაბრიაძე − საბჭოს წევრი;

ღ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − მზია გიორგობიანი − საბჭოს წევრი;

ყ) სსდ − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე  − გიორგი წერეთელი − საბჭოს წევრი;

შ) სსიპ − კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე − დავით ლომიტაშვილი − საბჭოს წევრი;

ჩ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე − თამარ ქიტიაშვილი − საბჭოს წევრი;

ც) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − აკაკი საღირაშვილი − საბჭოს წევრი;

ძ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი − ნინო მინდიაშვილი − საბჭოს წევრი.“.

2. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ა) საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  თავმჯდომარის მოადგილეს, გოგი მეშველიანს − საბჭოს წევრს;

ბ) საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატის მთავარ სპეციალისტს, დენის სალუქვაძეს − საბჭოს წევრს;

გ) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) უფროს ბანკირს, გიორგი ახალკაცს − საბჭოს წევრს (ხმის უფლების გარეშე).“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საჭიროების შემთხვევაში, შეიმუშაოს და წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ წიაღის სექტორის სტრატეგიის დოკუმენტ(ებ)თან და მის საფუძველზე მომზადებული საკანონმდებლო ჩარჩოს განახლების მიზნით მომზადებული ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტებთან დაკავშირებით;“;

ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ერთი მესამედი მაინც.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი