დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 547 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 24/11/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300280000.10.003.023103 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2020, 300280000.10.003.021958) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“:
1. მე-16 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. 2022 წლის პირველ მარტამდე: ა) სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მიერ განხორციელდეს დღით ადრე ბაზრის პლატფორმის, ასევე ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა; ბ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ განხორციელდეს: ბ.ა) საბალანსო ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა; ბ.ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, საბალანსო მომსახურების მომწოდებელი პირების რეგისტრაციის სისტემის ფორმირება და სათანადო რეესტრის ჩამოყალიბება; ბ.გ) აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება; გ) სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განხორციელდეს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზებისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამოყალიბება-გამართვა, ტესტირება, პოტენციურ მონაწილეებსა და ბაზრის ოპერატორებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვება და დანერგვა. 2. 2022 წლის პირველი მარტიდან განხორციელდეს: ა) ბირჟის ოპერატორის მიერ: ა.ა) დღით ადრე ბაზრის ოპერირება; ა.ბ) დღით ადრე ბაზრის მონაწილეების რეგისტრაცია; ა.გ) დღით ადრე და დღიური ბაზრებისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა; ბ) საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ: ბ.ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირება; ბ.ბ) საბალანსო ბაზარზე საბალანსო ენერგიისა და საბალანსო რეზერვების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირისგან შესყიდვა; ბ.გ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისათვის ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციის უზრუნველყოფა; ბ.დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, დაბალანსების მომსახურების გამწევი პირების რეესტრის მართვა; გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ − დაბალანსებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, აღრიცხვის ერთიანი ბაზის წარმოება და განხორციელება, კომისიის სამართლებრივი აქტების შესაბამისად; დ) ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის, მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევა.“. 2. 171 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 171. ბაზრის ფუნქციონირება გარდამავალ პერიოდში − 2021 წლის პირველი ივლისიდან 2022 წლის 1 მარტამდე“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. 2022 წლის 1 მარტამდე კონცეფციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული სუბიექტები აგრძელებენ იმავე მუხლით განსაზღვრული თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებას, ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 4. 2022 წლის პირველ მარტამდე არ გამოიყენება ამ კონცეფციის მე-2 მუხლის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, ასევე მე-5, მე-8 და მე-10−მე-15 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობასთან დაკავშირებით.“. 3. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისთვის − აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროებით წესი 2022 წლის პირველ მარტამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის (სიმძლავრის) დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მოცულობების მიხედვით. ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის ჰიდროელექტროსადგურები თავიანთი გამომუშავებიდან იკლებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის რაოდენობას, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის პროპორციულად და აწარმოებენ მის აღრიცხვას ამ წესითა და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება ხდება ესკოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯზე, ენგურჰესი და ვარდნილჰესების კასკადი ვალდებული არიან, მომდევნო საანგარიშო პერიოდებში მიაწოდონ ესკოს ეკვივალენტური რაოდენობის ელექტროენერგია. ესკო უფლებამოსილია, აღნიშნული ელექტროენერგია გაყიდოს მის მიერ ნაყიდი და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის ფასად. ამ ელექტროენერგიის ესკოს მიერ ექსპორტირებისას ფასის ფორმირება ხდება ელექტროენერგიის ექსპორტზე ან/და გაცვლაზე გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები