თანამშრომელთა გადაადგილების შესახებ

  • Word
თანამშრომელთა გადაადგილების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
მიღების თარიღი 04/01/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 17/01/2002
სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.122
  • Word
1
04/01/2002
სსმ, 6, 17/01/2002
130.070.000.11.111.005.122
თანამშრომელთა გადაადგილების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.070.000.11.111.005.122.

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების� მინისტრის

ბრძანება №1

2002 წლის 4 იანვარი

ქ. თბილისი

თანამშრომელთა გადაადგილების შესახებ

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტის (პარლამენტის უწყებანი №11-12, 14.03.1998, ცვლილება 2001.10.26, №1129-Iს) საფუძველზე, საქართველოს სამხედრო ძალების შინაგანი სამსახურის წესდების მე-2 თავის 44-ე და 46-ე მუხლების, აგრეთვე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების მე-3 თავის მე-12 პუნქტის ე� ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:

1. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკურობიდან და სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროს თანამშრომლები მინისტრის ბრძანებით მათი სურვილის გაუთვალისწინებლად და კონკრეტული მოტივაციის მითითების გარეშე შესაძლებელია გადაადგილდნენ თანაბარი სტატუსის მქონე თანამდებობაზე.

2. ბრძანება გაეცნოს სამინისტროს პირად შემადგენლობას.

ვ. ხაბურძანია