დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესის შესაბამისად მოსარგებლესთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 278 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.160.016714 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/11/2021 - 20/04/2022)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“, „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669-ე დადგენილების გათვალისწინებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემული სასყიდლიანი სარგებლობის ხელშეკრულების ტიპური ფორმა დანართი N1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემული უსასყიდლო სარგებლობის ხელშეკრულების ტიპური ფორმა დანართი N2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული ხელშეკრულებების ფორმის ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობისა და გადასაცემი ობიექტის თავისებურებათა გათვალისწინებით |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული ხელშეკრულებების ფორმით განსაზღვრული პირობების გარდა, სხვა დამატებითი სახელშეკრულებო პირობები ჩამოყალიბდეს და განისაზღვროს, გასაფორმებელი სარგებლობის ფორმისთვის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების/პირობების შესაბამისად, კერძოდ:
ა) აღნაგობის უფლების გაფორმებისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233-241 მუხლების ნორმები; ბ) უზუფრუქტის უფლების გაფორმებისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-246 მუხლების ნორმები; გ) სერვიტუტის უფლების გაფორმებისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-253 მუხლების ნორმები; დ) ქირავნობის უფლების გაფორმებისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-575 მუხლების ნორმები; ე) იჯარის უფლების გაფორმებისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-606 მუხლების ნორმები; ვ) თხოვების უფლების გაფორმებისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-622 მუხლების ნორმები; ზ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმები. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები