დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 286 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016721 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 1 თებერვლის N22 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 08/02/2018; სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016458) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1.1. დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ 1.2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულება თანდართული რედაქციით.“ 1.3. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი N1-ის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის დებულება“ 1.4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი N1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე და ფუნქციონირებს მის შესაბამისად.“ 1.5 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ზ“და “თ“ პუნქტები; 1.6 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის დასახელება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი და მისი ფუნქციები“ 1.7 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შიანაარსით: „1. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის-სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის სანებართვო განყოფილება;“ 1.8 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შიანაარსით: „2. სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის სანებართვო განყოფილების უფლებამოსილება: ა) ურბანული ქალაქგეგმარების განვითარება, მისი ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ურბანული განვითარების, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე. ურბანული განვითარების და სივრცითი მოწყობის პოლიტიკის განსაზღვრა. ბ) არქიტექტურული საქმიანობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო აქტების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობის, უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე; დ) არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშოების და საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ორგანიზება; ე) შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა; ვ) მიწის ნაკვეთის დაყოფის ან მიწის ნაკვეთების გაერთიანების პროექტის შეთანხმების მიზნით განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება; ზ) ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების განხილვა და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; თ) შესაბამისი წინადადებების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტის მომზადება: მშენებლობის ნებართვის (I, II, III სტადია) გასაცემად, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში შემავალი მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენის თაობაზე და სხვ; ი) ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობა; კ) ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ინიციატივების გამოჩენა, აგრეთვე მათი წარდგენა პროფესიული კონსულტაციის და მეთოდური მითითებების მისაღებად შესაბამის სამინისტროში; ლ) შენობების ფასადების არქიტექტურული იერსახის განსაზღვრა; მ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე) მიწათსარგებლობის შესახებ წინადადებათა მომზადება ქალაქის მერისათვის; ნ) სამსახურში არსებული საპროექტო დოკუმენტაციის უსაფრთხოდ შენახვისა და დაცვის უზრუნველყოფა; ო) წერილობითი განცხადების საფუძველზე სამსახურის მიერ გადაწყვეტილებების მიღება ისეთი პროექტების, განცხადებების შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებენ კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემას; პ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; ჟ) ქალაქის მერის და სამსახურის ხელმღვანელის დავალებების შესრულება და შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.“ 1.9 ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი. 1.10 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამსახურის ქვედანაყოფს (განყოფილებას) უძღვება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.“ 1.11 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი N1-ის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შიანაარსით: „7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის (განყოფილების) ხელმძღვანელი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი განყოფილების საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებით განსაზღვრული განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს საჯარო მოხელეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმის პროექტებს; დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციულ წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ე) უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად; ვ) ორგანიზებას უწევს განყოფილების მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ზ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ვიზირებას ახდენენ განყოფილების მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე; თ) სამსახურის ხელმძღვანელს წარუდგენს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს; ი) პასუხისმგებელია განყოფილების კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; კ) სამსახურებრივ კორესპონდენციებს უნაწილებს მის დაქვემდებარებაში საჯარო მოსამსახურეებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებაზე კონტროლს; ლ) განყოფილების საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; მ) ასრულებს ქალაქის მერის და სამსახურის სხვა დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 01 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები