ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 288
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/11/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016723
288
25/11/2021
ვებგვერდი, 26/11/2021
010250050.35.160.016723
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №288

2021 წლის 25 ნოემბერი

ქ. რუსთავი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №159 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/12/2019წ., 010250050.35.160.016595) შეტანილ იქნას შემდეგი შინაარსის ცვლილებები:

1.1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ  მოქალაქეთა ინდივიდუალური  სამედიცინო დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“, „ა.გ.“, „ბ“, „ბ.ა.“ „ბ.ბ“, „ბ.გ.“, „გ.ა.“, „გ.ბ.“, „გ.გ.“, „ე“ ქვეპუნქტებში და მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„ა.ა. წელიწადში არაუმეტეს 2500,00 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს;“

„ა.ბ) წელიწადში არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით) , იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე.

ა.გ) წელიწადში არაუმეტეს 1500,00 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი აღემატება 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.   

ბ) კარდიოქირურგიული მომსახურება (მათ შორის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის ფარგლებს ზევით გაწეული სამედიცინო მომსახურება, კორონაროგრაფია, სტენტირება (მათ შორის წამლით დაფარული სტენტი), აბლაცია და გადაუდებელი კარდიოქირურგია), რომელიც შეიძლება დაფინანსდეს:

ბ.ა) წელიწადში არაუმეტეს 2000.00 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ბოლო ერთი წლის საშუალო  შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს.

ბ.ბ) წელიწადში არაუმეტეს 1700,00 (ათას შვიდასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ბოლო ერთი წლის საშუალო  შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე.

ბ.გ) წელიწადში არაუმეტეს 1500,00 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ბოლო ერთი წლის საშუალო  შემოსავალი აღემატება 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს. 

გ.ა) წელიწადში არაუმეტეს 1000,00 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი არ აღემატება 600,00 (ექვსასი ლარი და 00 თეთრი) ლარს;

გ.ბ) წელიწადში არაუმეტეს 800,00 (რვაასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავალი მერყეობს 600-1000 ლარამდე.

გ.გ) წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით), იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახების ბოლო ერთი წლის საშუალო  შემოსავალი აღემატება 1000,00 (ერთი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარს. 

ე) მოხუცებულობითი კატარაქტა (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვით (ICD-10) განსაზღვრული დაავადებების კოდი H25), ცხვირის და ცხვირის სინუსების სხვა დაავადებები (J34), ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული ავადმყოფობები (J35), სხვა კატარაქტა (H26) , სტრაბიზმის (სიელმე) სხვა ფორმები (H50), ცხვირის პოლიპი (J33),  რომელიც შეიძლება დაუფინანსდეს მხოლოდ 0-დან 70 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, წელიწადში არაუმეტეს 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით (თუ ეს ხარჯები არ იფარება სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების ან კერძო დაზღვევის მეშვეობით).

4. ქვეპროგრამით მოსარგებლის მიერ ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორი ან მეტი ქვეპუნქტით სარგებლობისას, ქვეპროგრამით დადგენილი სამედიცინო მომსახურებების დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა ქვეპროგრამით მოსარგებლეზე შეადგენს წელიწადში არაუმეტეს 2500,00 (ორიათას ხუთასი) ლარს.“.

ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ. M16 კოკსართროზი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი) და M17 გონართროზი (მუხლის სახსრის ართროზი) დიაგნოზის შემთხვევაში მუხედავად ოჯახების ბოლო ერთი წლის საშუალო შემოსავლისა, დაფინანსება განისაზღვროს წელიწადში არაუმეტეს 1000.00 (ათასი) ლარის ოდენობით.“

გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ. სსიპ „შემოსავლების სამსახური“-დან ბოლო 1 წლის შემოსავლების შესახებ ცნობა ან ქვეპროგრამის მოსარგებლის თანხმობა მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესაბამისი სამსახურიდან მისი პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, მათ შორის წარმოდგენილ უნდა იქნეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის (18-დან 70 წლამდე) თანხმობა პერსონალური ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით. გამონაკლისს წარმოადგენს გადაუდებელი კარდიოქირურგიის შემთხვევაში სტაციონარში მყოფი, დახმარების მიღების მსურველი და ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის ა,ბ და,გ ქვეპუნქტის  შემთხვევაში, ოჯახში მყოფი მკვეთრად გამოხატული შშმ პირი და პირი რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000.“

დ). 3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იმ მოქალაქეების განცხადების განხილვისას, რომელთა სარეიტინგო ქულა აღემატება 70 000-ს ან არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ესაჭიროებათ ამ წესით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება, "მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების დროებითი სათათბირო-საკონსულტაციო ჯგუფი” ხელმძღვანელობს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში შედგენილი აქტით მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და სსიპ „შემოსავლების სამსახური“-დან ბოლო 1 წლის შემოსავლების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით  განსაზღვრული ლიმიტებით.“

1.2. პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ მოქალაქეთა მედიკამენტებითა და საანალიზო ტექნიკური საშუალებებით დახმარება" (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის მონაწილე, მარჩენალდაკარგული (18 წლის ასაკის მიღწევამდე) სარეიტინგო ქულით 70 001 დან-150 000  ჩათვლით (შემდგომში ბენეფიციარები) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის დაფინანსების წესსა და პირობებს;“

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: 

„ვ) მარჩენალდაკარგული - შვილი (შვილები) და ნაშვილები ბავშვი (ბავშვები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე.“.

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქვეპროგრამის მიზანია, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები (რეგისტრირებული) სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-სს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ომის მონაწილეების, მარჩენალდაკარგული (18 წლის ასაკის მიღწევამდე)  (სარეიტინგო ქულით 70 001 დან-150 000  ჩათვლით) მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხისა და 18 წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების გლუკომეტრების შესაბამისი საანალიზო ტესტ-ჩხირებით დაფინანსება.“.

დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მკვეთრად, მნიშვნელოვნად, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

დ) მარჩენალდაკარგული;

ე) ომის მონაწილეები (ვეტერანები);“

ე) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი;

ვ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქვეპროგრამის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება შეადგენს ომის მონაწილეებისათვის, ერთი მოსარგებლისათვის  წელიწადში არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, დანარჩენი კატეგორიისათვის შეადგენს ერთი მოსარგებლისათვის  წელიწადში არაუმეტეს 200 (ორას) ლარს.“.

1.3. პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

ა) მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მომსახურების გამწევი დაწესებულების სახელზე, მერის მიერ ხელმოწერილი მიმართვის წერილი გაიცემა საბიუჯეტო წლის ბოლომდე იმ შემთხვევაში თუ პროგრამის მოსარგებლემ არ შეცვალა დაწესებულება.“.

ბ) მე-5 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და დაემატოს  შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„1. ქვეპროგრამაში მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მერიაში მიმართვით, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.  

5. მოსარგებლეს შეუძლია შეიცვალოს დაწესებულება, პროგრამით სარგებლობის 6 თვის გასვლის შემდეგ, რისთვისაც მან 1 თვით ადრე უნდა აცნობოს პროგრამის განმახორციელებელს და ახალი დაწესებულებიდან წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ინვოისი).

6. მოსარგებლისათვის გაცემული მერის მიერ გაცემული მიმართვის წერილის გაუქმების საფუძველია:

ა) თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20%-ზე მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა);

ბ) მოსარგებლის დიაგნოზის შეცვლა/მოხსნა, რაც უნდა დასტურდებოდეს მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა №IV-100/ა).

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული საფუძვლით, მერის მიერ გაცემული მიმართვის წერილი არ უქმდება, თუ გაცდენა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით (რაც დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით);

გ) წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:

„მუხლი 8

1. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) ქვეპროგრამით გათვალისწინებული ყველა მომსახურების განხორციელების, სულ მცირე, 6 თვიანი გამოცდილება;

ბ) შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური გუნდის - ნევროლოგი/ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი და/ან სხვა - ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა;

გ) ქცევითი თერაპევტის (10 მოსარგებლეზე, არანაკლებ, 1 თერაპევტი. ამასთან, თუ ქცევითი თერაპევტი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს მას ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში უნდა ჰყავდეს 10 მოსარგებლე) ყოლა:

გ.ა) რომელიც არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ - ჩვევების მქონე დიპლომირებული სპეციალისტი ფსიქოლოგიაში ან მომიჯნავე სპეციალობაში (სპეციალური პედაგოგი, პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი) და გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადების საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც  დასტურდება სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით;

გ.ბ) რომელსაც გააჩნია ქცევითი თერაპიის დამოუკიდებლად ჩატარების, სულ მცირე,  6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;

დ) აუცილებელია,  ყოველ 5 ქცევით თერაპევტზე ჰყავდეს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მქონე ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვიზორი), ამასთან, თუ სუპერვიზორი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს მას ჯამში ქვეპროგრამის ფარგლებში უნდა ჰყავდეს 5 ქცევითი თერაპევტი და შესაბამისად, არაუმეტეს 50 ბენეფიციარს უნდა მართავდეს) რომელსაც შეუძლია:

დ.ა) ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასება შესაბამისი საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები: ABLLS,VB-MAPP და სხვა);

დ.ბ) ინდივიდუალური თერაპიული პროგრამის შედგენა;

დ.გ) აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან დამოუკიდებლად მუშაობის, სულ მცირე, 2 წლის გამოცდილება;

დ.ე) სრულად გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საერთაშორისო კურსი ან მომზადებულია საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.

ე) უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერალურ-ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთი-ერთზე სერვისის განსახორციელებლად).

2. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამის განმახორციელებს წარუდგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

3. მიმწოდებელი ვალდებულია ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების მოცულობა განახორციელოს მერის მიერ ხელმოწერილი მიმართვის წერილის დაფინანსების ფარგლებში, ქვეპროგრამის მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.“

1.4. პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ გონებრივი განვითარების დაყოვნების, ცერებრული დამბლით დაავადებული და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“ (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამის განხორციელების წესში:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ICD -10-ით განსაზღვრული კლასიფიკატორი R62-ის შემთხვევაში ფსიქოლოგის ან ნეიროფსიქოლოგის დასკვნა.“.

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბენეფიციარი, რომელსაც დადგენილი აქვთ ICD-10-ით განსაზღვრული  კლასიფიკატორი - R62 დაფინანსდება  წლიურად არაუმეტეს 2000,00 (ორი ათასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.

1.5. პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დიალიზით დაავადებულთა დახმარების პროგრამა“ (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განხორციელების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტში ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებს და დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აღრიცხულნი არიან სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებაში, დახმარება მოიცავს თვეში 80.00 (ოთხმოცი) ლარს.“ю

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო ქავთარაძე