დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 295 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/11/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.160.016729 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების“ ქვეპროგრამის (კოდი: 06 02 10) განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №86 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 26/12/2018წ., 010250050.35.160.016522) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს ცვლილება და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის 1.1. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე ყოველთვიურად გაწეული მომსახურების შემდეგ, ოპერატორის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების ანგარიშის (სამედიცინო, სახელმწიფო და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებების ბეჭედი და ოპერატორის ხელმოწერა) და გაწეულ მომსახურებაზე შესაბამის ოპერატორსა და ქვეპროგრამის განმახორციელებელს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც მზადდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები