დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 544 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/11/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/11/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.023100 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ3“ ქვეპუნქტი: „პ3) პროტოკოლის დეპარტამენტი;“. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ – „ო“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-6 მუხლს 152 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 153 პუნქტი: „153. პროტოკოლის დეპარტამენტი: ა) მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგილის, აგრეთვე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ, წინასწარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ატარებს საპროტოკოლო ღონისძიებებს; ბ) ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმებული თანამშრომლობის გეგმებით (პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების პროგრამების, მოსამზადებელი ღონისძიებების ნუსხის (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, ოფიციალური დასაჩუქრება და სხვ.), შესაბამისი ბრძანებების პროექტების შედგენასა და მათში გაწერილი დავალებების შესრულების ორგანიზებასა და კონტროლს; გ) ახდენს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენციები, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და, საჭიროებისამებრ, თანამშრომლების წინასწარ მივლინებას; დ) ახორციელებს უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების დაგეგმვას, ორგანიზებასა და სავიზო უზრუნველყოფის ხელშეწყობას; ე) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებასთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; ვ) სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კოორდინირებით, უზრუნველყოფს სამინისტროს საპროტოკოლო, სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზებასა და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები