„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36282
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 22/11/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/11/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016653
36282
22/11/2021
ვებგვერდი, 25/11/2021
000000000.00.00.016653
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №36282

2021 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №12):

ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ4“ და „დ5“ ქვეპუნქტები:

„დ4) შიდა გადამუშავებისას ან საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას, ცვლილებას ან შეწყვეტას, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვას;

5) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის მიზნით თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შემთხვევაში – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას, ცვლილებას ან შეწყვეტას, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვას;“;

ბ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ3“ და „დ4“ ქვეპუნქტები:

„დ3) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით განყოფილებისათვის მიმართვისას – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;

4) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფისათვის თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით განყოფილებისათვის მიმართვისას – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომლებსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;“;

) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ4“ და „ჟ5“ ქვეპუნქტები:

„ჟ4) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით გაფორმების ეკონომიკური ზონისათვის მიმართვისას – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;

5) შიდა გადამუშავებისას იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფისათვის თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით გაფორმების ეკონომიკური ზონისათვის მიმართვისას – საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულებისა და თავდების უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომლებსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში – ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;“;

დ) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:

„ლ1) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველყოფის გარანტიის სახით პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის მიზნით – პირის უძრავი ქონების იპოთეკის ხელშეკრულების (რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი/მოადგილე) გაფორმების, ცვლილების ან შეწყვეტის, ხოლო გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვალის მართვის დეპარტამენტისათვის მიმართვის უზრუნველყოფა;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                    ლევან კაკავა